საჭიროა 1986 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
მოვითხოვთ მხრების აჩეჩვის დღის გამოცხადებას
მხრების აჩეჩვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული და ნადვილი ზეიმია თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეეძლება გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სამყაროსა და ზოგადად ცხოვრების მიმართ. ეს დღე იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ვერ უპოვიათ საკუთარი ადგილი, რომელთაც არ უმართლებთ პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში და იჩეჩავენ მხრებს, ვინაიდან არ იციან, საით მიექანება მათი ცხოვრება, არ იციან, რას უნდა ელოდონ მისგან და რისთვის უნდა იყონ მზად. ისინი ყველაზე დაუცველი ადამიანები არიან და მათ ვერ დაიცავთ კანონით, ვერ დაიცავთ სიტყვით, ვერც საქმით. ერთადერთი რაც მათთვის გავაკეთოთ გავაკეთოთ არის სწორედ ჩემს მიერ ზემოთ წამოყენებბული მოთხოვნა. ღრმად მწამს, რომ წელიწადის თუნდაც ერთი დღის გალამაზება რაღაცას შეცვლის და დაეხმარება ამ ადამიანებს გამოფხიზლებაში.
პატივისცემით