საკონტაქტო ინფორმაცია
კანონმდებლობით განისაზღვროს სკოლაში საგნის მასწავლებლად მხოლოდ დარგის დიპლომირებული სპეციალისტის შერჩევა!

საჭიროა 994 ხელმოწერა

6
1000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

კანონმდებლობით განისაზღვროს სკოლაში საგნის მასწავლებლად მხოლოდ დარგის დიპლომირებული სპეციალისტის შერჩევა!

ათეულობით წელია, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეები სწავლობენ საგანს „კომპიუტერული ტექნოლოგიები“.  ყველა სასკოლო საგანში არის გარკვეული ხარვეზები - არ არსებობს ლაბორატორიები და ელემენტარული რესურსები, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა მეცნიერებების საფუძვლიანად შესწავლას ან საერთოდ დაინტერესებას.

„კომპიუტერული ტექნოლოგიების“ მიმართულებით ყველაზე დიდი განუკითხაობაა - არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ საგნის სწავლების პროცესს მხოლოდ და მხოლოდ დარგის დიპლომირებული სპეციალისტების მიერ! წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც მეცნიერების სწავლების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ ჩააბარებს საგნის ერთჯერად გამოცდას. საქართველოს ჰყავს უამრავი კურსდამთვრებული თუ სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაეუფლა/ეუფლება საინფორმაციო ტექნოლოგიებს - უსწავლიათ/სწავლობენ საინჟინრო ფაკულტეტზე ინფორმატიკის განხრით.

ახლა მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების შეცვლა და ამ პროცესში პირდაპირ ან ირიბად ჩართული არის უამრავი არაკომპეტენტური პედაგოგი - განსაკუთრებით საგანში "კომპიუტერული ტექნოლოგიები" - საინტერესოა, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ სწორი ხედვა, როდესაც არ გააჩნიათ საჭირო ცოდნა?! საგნობრივი სტანდარტები თითოეულ დარგში უნდა შეიმუშაონ მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნით აღჭურვილმა სპეციალისტებმა. 

მოგმართავთ რამდენიმე მოთხოვნით:

  1. „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ ჩატარების უფლება კანონით უნდა განისაზღვროს და საგანი უნდა ასწავლოს მხოლოდ და მხოლოდ დარგის დიპლომირებულმა სპეციალისტმა;
  2. კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგებად მოიწვიეთ წარჩინებული კურსდამთავრებულები;
  3. საქართველოს თითოეულ საჯარო სკოლაში ობიექტურად უნდა გადამოწმდეს - ჭეშმარიტად არსებობს თუ არა კომპიუტერული ლაბორატორიები მოსწავლეთათვის და სასწრაფო წესით აღმოიფხვრას ხსენებული პრობლემა;
  4. გააუქმეთ ყოველგვარი სტატუსი, რომელიც შემორჩა „მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემის“ პროგრამიდან - რადგან შემორჩენილი სტატუსების მატარებელი "პედაგოგები" ბოროტად სარგებლობენ სტატუსით, რომელსაც ახლა პრივილეგია კანონით აღარც კი აქვს, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებენ გამოყენებას;
  5. თითოეული სასკოლო საგანი უნდა ასწავლოს მხოლოდ და მხოლოდ დარგის დიპლომირებულმა სპეციალისტმა.

სასწრაფო წესით არის საჭირო სრული რეორგანიზაცია ახლა, როდესაც მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდატრების განახლება და განხილვა!

ყოველგვარ გონივრულ აზრს არის მოკლებული პროექტის განხორციელება გარემოებაში, როდესაც საგნებს ასწავლიან განათლების სისტემაში ერთჯერადი გამოცდებით დაპორტირებული მოქალაქეები. შეუძლებელია, საგნობრივი სტანდარტები განიხილოთ არაპროფესიონალებთან ერთად - დანაშაულია დილეტანტების მასწავლებლებად მოვლინება.

პატივისცემით,