საჭიროა 3786 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა!
მივმართავ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა) , თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება! ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!
გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია.
ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს.
ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს.