საჭიროა 801 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
SOS!!! სიახლის წინააღმდეგი მხოლოდ განათლების სამინისტროა!
ელფის გამომცემლობამ გერმანულ გამომცემლობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში წარადგინა ევროპაში წარმატებული ავტორების 1-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოების სერია: „მე მიყვარს მათემატიკა“ და ექსპერტებისაგან უმაღლესი შეფასება (98 ქულა 100-იდან!) დაიმსახურა. წიგნები იხილეთ: https://issuu.com/elf67
პირველად, ამ წიგნებით ჩვენი მოსწავლეები გასცდებიან ქაღალდს და მიიღებენ წიგნის გვერდის თემის შესაბამის ინტერნეტ-თამაშებსა და კომპაქტ-დისკებს (V-VI კლასში) მასწავლებლები კი -დამხმარე მასალას საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის (იხ. www.mathematics.elf.ge). აღარაფერს ვამბობთ, წიგნში მოცემულ თემებზე, თავსატეხებსა და პროექტებზე, რომლებშიც გამოყენებულია თანამედროვე, ევროპაში აპრობირებული, აღმოჩენით სწავლა/სწავლების მეთოდი.
ამ წიგნებით ბავშვებს არა მხოლოდ მათემატიკას ვაყვარებთ, არამედ ვასწავლით მათემატიკის ცხოვრებაში გამოყენებას!
ამ სახელმძღვანელოების კიდევ უამრავი სხვა ღირსება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სიახლეზე ორიენტირებულ პედაგოგებს, რაც დადასტურდა არჩევანის დროს. ელფის გამომცემლობის წიგნები სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. სახელმძღვანელო აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელებში, სიახლეს ერთხმად იწონებდნენ განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოება და მშობლები.
24 ივლისს ელფის გამომცემლობის მათემატიკის სახელმძღვანელოებს მიენიჭა გრიფი, თუმცა თეიმურაზ მურღულიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს (10 დღის შემდეგ!!!), ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გრიფი მოგვეხსნა.
ამ კონკურსისთვის სამინისტრომ დაიქირავა 200 ექსპერტი, დახარჯა უამრავი თანხა! ასევე გამომცემლობამ ითანამშრომლა სამინიტროსთან და ორი წლის განმავლობაში მაქსიმალური რესურსი ჩაიდო ქვეყნისათვის ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეში. თუ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს, ვინც არ უნდა იყოს ის, შეუძლია, რომ საექსპერტო კომისიის დასკვნა თავისი სურვილისამებრ გააბათილოს, მაშინ რა საჭიროა საერთოდ ამ კონკურსის ჩატარება? რა პასუხს სცემს ის იმ პედაგოგებს, რომლებსაც დიდი ხანია მობეზრდათ ძველი სახელმძღვანელოები?..
ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის!!!
გვერდით დავუდგეთ დაჩაგრულ გამომცემლობას!!!