საკონტაქტო ინფორმაცია
ასაკობრივი შეზღუდვა - Age Control (+18)

საჭიროა 499987 ხელმოწერა

13
500000
ადრესატი:
  • საქართველოს პროკურატურა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი

ასაკობრივი შეზღუდვა - Age Control (+18)

ვიდეო - კანიბალიზმის საქმე - ექსკლუზიური ინტერვიუ ირმა ყოჩიაშვილთან

პირველ რიგში მოგესალმებით და არ ვიცი როგორი მიმართვის ფორმაა თქვენთან საჭირო, მსურს განცხადება გავაკეთო როგორც მშობელმა, კანონმორჩილმა მოქალაქემ და ბოლომდე გაიაზროთ რასაც ვითხოვ:

გადაცემის დასაწყისში წამყვანმა სწორად აღნიშნა, რომ ბავშვები მოერიდებინათ ტელევიზორისთვის (რა თქმა უნდა თუ კი იმ მომენტში უფროსი იმყოფებოდა ვინმე) მაგრამ ვიდეო რომელიც ტელეკომპანია იმედის იუთუბის არხზე დევს არ აქვს მითთებული ვიდეოს ფუნქციებში, რომ ეს ვიდეო არასრულწლოვანმა არ ნახოს.

არ ვიცი იცით თქვენ თუ არა მაგრამ მე ამ სფეორში საკმაოდ გამოცდილი ვარ და საკუთარი იუთუბის არხიც მაქვს სადაც ერთერთი ფუნქცია +18-ის ჩართვას მიუთითებს. მაგალითად ეს ვიდეო: FIRSTDATE 1/3

  1. ნახეთ ეს ვიდეო გამოსული ექაუნთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ვიდეოს ნახვას  და მიიღებთ შეტყობინებას - შედით სისტემაში ასაკის დასადასტურებლად, ეს ვიდეო შესაძლოა შეუსაბამო იყოს ზოგიერთი მომხმარებლისათვის.
  2. ნახეთ ეს ვიდეო გაქტიურებული ექაუნთიდან და თუ სრულწლოვანი სუბიექტის ექაუნთია ვიდეოს ქვემოთ ექნება სტატუსად მინიჭებული - ვიდეო ასაკობრივი შეზღუდვით (ამტვირთავის მოთხოვნით).

რაც შეეხება მეორე საკითხა ვფიქრობ ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, სწორი იქნება თუ ასეთი ადამიანის შესწავლით დაინტერესდებიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, კრიმინალისტიკის სფეროს წარმომადგენლები და შეძლებენ პრვენცია უზრუნველყონ მსგავსი ქმედებებისა მაგრამ როცა ფსიქოპატ მკვლელს და/ან მკვლელობის თანამძრახველს ეძლევა საშუალება ტელევიზიის ან სხვა რომელიმე საშუალებით ხელი მიუწვდებოდეს საზოგადოებაზე, ილაპარაკოს, ამით საკმაოდ დიდ პროპაგანდას ქმნის მითუმეტეს ქართულ საზოგადოებაში სადაც ადამიანების უმრავლესობას ფუნქცია დაკარგული აქვს და ცდილობენ რაიმით გამოიჩინონ თავი. ციხე უნდა იყოს ადგილი სადაც ადამიანის სასჯელის მოხდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა არ იქნება, ის უნდა იყოს ადგილი სადაც სასჯელი გულით მონანიება და მეორე შანსის მიღების შემთხვევაში ფიქრი იყოს თუ როგორ მოინანიოს ჩადენილი და როგორ იყოს ქვეყნის დამსახურებული მოქალაქე. ამ პროპოვოკაციით ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მსგავსი ან მასთან მისადაგებული ადამიანების აზრი უფრო ადვილად შეძლებს მყარი არგუმენტების მოპოვებას რომ ჩაიდინონ „უფრო“ მკაცრი ქმედება რომ შემდეგ გახდნენ პოპულარულები. დღეს ადამიანები პოპულარულობის გამო საკმაოდ ბევრ უსამართლობას, უნამუსობას და აფერისტობას ჩადიან და ამით თვითონ სასჯელაღსრულება იძლევა რეკლამას: ჩაიდინე რაიმე უფრო დიდი დანაშაული, შეიძლება მთლად სამ წელში თუ არა ხუთ წელში მაინც იყო ის ადამიანი, რომელიც კი არ არსებობს, არამედ ცხოვრობს. არ იხდის კომუნლარუ გადასახადს, აჭმევენ, უვლიან, პატარა ოთახიც აქვს და ტელევიზიაც მოვა, გაგაშუქებსო. ასეთი რამე დაუშვებელი უნდა იყოს, ეს კი არ არის ინფორმაცია მოსახლეობისთვის ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, ეს არის რეკლამა, წახალისება, პოპულარობა...

როგორც ამ ვიდეოშია სუბიექტი 17 წელიწადსა და 6 თვეში გამოვა, თუ მანამდე ამნისტია არ შეეხო და მშინაც თუ იქნება ისეთვე შოუები როგორიც დღესაა და თუ უფრო მეტი იქნება ნამდვილად მოახერხებს საკუთარი თავის პოპულარულობას და როგორც იძახდა მოცემულ ვიდეოში, რომ ნანობს უკვე საერთოდ არ ინანებს რადგან მას წიგნის დასაწერად ნამდვილად კარგი მასალა მიეცემა.

დღეს 21-ე საუკუნეში ჩაიდინო სასტიკი მკვლელობა იმისათვის რომ დაწერო წიგნი და ამან თან პოპულარულობა და ავტორიტეტი მოგიტანოს ნუთუ ესაა ჩვენი სამართალი?!. მაშინ რად გვინდა მარკესი და დიუმა, ან ვაჟა ფშაველა?!.

მესამე საკითხად სიტყვის თავისუფლებას მინდა შევეხო, ეს მედიის თავისუფლებაა რაც ბევრ ქვეყანაში მიუღებელია და მხოლოდ იმ ინფორმაციას გასცემენ რაც რეგლამენტითაა განსაზღვრული, მაგრამ კონტექსტი უნდა იყოს შერჩეული ვის ვაწვდით ინფორმაციას.

სახელმწიფოში ტყუილად არ ყოფილა გრიფიანი საქმეები, ის ჭკვიანმა და ძლიერი გონებრივი შესაძლებლობის და ცივად აზროვნების მქონე ადამიანებმა შემოიღეს რომ საზოგადოებაში არ დათესილიყო შიში, ეს კონკრეტული ფაქტი კი იმაზე მეტია ვიდრე მედიის სიტყვის თავისუფლებაა.

ვიღაცეებისთვის ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც ამ ბოლო ხანებში წვრილმანი კრიმინალური ამბები და ვიღაცეებისთვის ის ჩარლს მენსონზე ავტორიტეტული ადამიანი გამოვა, არ ვერჩი ტელეკომპანია იმედს როგორც სიტყვის თავისუფალი აზრის გამოხატულების მედიას, ვერჩი ყველა იმ ფიზიკურ/კერძო/იურიდიულ პირებს და ვაპროტესტებ ყველა იმ ქმედებას რომრლითაც ხალხზე პროვოცირებენ.

სწორედ ეს იყო და არის მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე „სახალხო“ დამცველთან ამ შეხედულების გაზიარება და ხალხზე ზრუნვის თხოვნა.

ყველამ ერთად უნდა დავიცვათ წესი და კანონი რომ გვიხაროდეს წესიერ ქვეყანაში ცხოვრება და არ გავრბოდეთ ევროპაში ლტოლვილებათ.

მკაცრად მოვითხოვ, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები სავალდებულო გახდეს შესაბამის კონტექსტში იყოს აკრძალული და შეზღუდული რომ არ მოხდეს გარკვეული საზოგადოების პროვოცირება. მერე რა, რომ იუთუბი ქართული არ არის, ქართველებიც ვუყურებთ და ქართული ვიდეოებიც იტვირთება...

მადლობათ ყურადღებისათვის.

 

პ.ს.

ეს შეტყობინება სწორედ ამ ფორმით გაიგზავნა სახალხო დამცველთან ელ.ფოსტაზე:  (06.05.2019-01:40) [email protected]


ინტერ სთადი ლაინი | არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ------------------------------------------------------------------------------------------------ Inter Study Line | Non-Profit (Non-Commercial) Legal Entity  ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, დიმიტრი ამილახავარის №20ა  ვაკის რაიონი 0179   Web:  Codepen | Google Sites Social: Blogspot | Facebook | Instagram | Spotify | Telegram | TikTok | Twitter | Viber | WhatsApp | YouTube

ვრცლად