საკონტაქტო ინფორმაცია
თავშესაფარი ყველა იპოთეკით დაზარალებულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს

საჭიროა 29353 ხელმოწერა

647
30000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

თავშესაფარი ყველა იპოთეკით დაზარალებულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს

საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობიდან, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით 3 800 000- მდე ადამიანს შეადგენს, 100 000-ზე მეტი ადამიანი ოფიციალურად არ ფლობს არანაირ ქონებას, რასაც ადასტურებენ იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა მიერ წარდგენილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ცნობები. ფაქტობრივად, ისინი  სახელმწიფოს აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო მევახშეების ინტერესის მსხვერპლნი გახდნენ, სახელმწიფოსგან ღებულობენ ან არა სოციალურ დახმარებას და ამ დახმარებას, ბავშვების და მოხუცთა პენსიებით იხდიან ქირას, ანუ ხელთ საარსებო მინიმუმიც კი არ რჩებათ. ამ დროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და გამგებლებთან ერთად  საკუთარი ინტერესების დაუკმაყოფილებლობის გამო არ უთმობენ ამ ოჯახებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს და მიწის ერთ გოჯსაც კი, არა და სახელმწიფო- ხალხია. ზემოხსენებული ორგანოები არც ამ მიწების გასხვისებას ახრხებენ აუქციონის გზით  ინვესტორთა მოსაზიდად.

ხმა მიეცით ამ პეტიციას, რათა საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება დაიცვან ადამიანის უფლებები, შეიმუშავონ კანონი "უსახლკროთა შესახებ" და გაიღონ ბიუჯეტიდან ფინანსები ამ პროექტით გათვალისწინებულ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად!

მათ ჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა, თავშესაფარი თუნდაც ქონების მართვის და საკუთრების უფლების გარეშე.

უფალმა არ ქნას, რომ ხვალე თქვენც აღმოჩნდეთ ასეთ დღეში.

მადლობა თანადგომისათვის და  ერთსულოვნებისათვის!

ამ მხრივ ეფექტურად მუშაობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერით, რომელმაც  უკვე შეაგროვა  80 000 (ოთხმოცი  ათასი) დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა  მონაცემთა ბაზა და ხელმოწერები და ეს მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით.  http://www.ukd.org.ge/ka/