საჭიროა 8117 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
პეტიცია პრეზიდენტისადმი თეა სირაძის შეწყალებაზე! 4 შვილის დედას ჩვენი თანადგომა სჭირდება!
მეც ვუერთდები ამ თხოვნას და მივმართავ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის კომპეტენციაშიც შედის შეწყალების აქტის გამოცემა!
ბატონო გიორგი,
მოგმართავთ თხოვნით, როგორც ერთ-ერთი რიგითი თქვენი ამომრჩეველი და ქვეყნის მოქალაქე, რომ გაიღოთ მოწყალება და შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა!
საქმის მასალებს რა თქმა უნდა არ ვიცნობ ამ ეტაპზე მაგრამ სიმართლე გითხრათ ჩემს თხოვნაზე ვერ მოახდენს ეს გავლენას!
საკმარისზე მეტი დრო გაატარა ამ ქალბატონმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მიმაჩნია, რომ თქვენ უნდა გაზიაროთ საზოაგდოების უმრავლესობის თხოვნა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა და შეიწყალოთ ის.
იმ ფონზე, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ლიდერები არიან დაუსჯელები და სხედან პარლამენტში, ვერ დამისახელებთ თეას მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებებს რომელიც შედარებითში მოვა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებთან!
აქ საუბარია ოთხი ატასრულწლოვანი პატარის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მათ მომავალზე, თქვენ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მიმაჩნია, რომ უნდა დაინტერესდეთ ამ ფაქტით და მიიღოთ დადებითი გადაწყვეტილება, რაც ძალიან დადებითან აისახება საზოგადოების ფართო წრეში!
მე არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი ვინც თქვენს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეაფასებს ან გაგაკრიტიკებთ!
გთხოვთ, განიხილით კომისიაზე ამ ქალბატონის საქმე და ბავშვები რომლებიც საახალწლოდ ელოდებიან დედის გათავისუფლებას, ამ უდიდეს სიხარულს მიანიჭბთ!
პატივისცემით, თავისუფლების ასოციაციის თავმჯდომარე: ინგა ბერიკაშვილი