დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
აჭარის სამედიცინო საზოგადოების განცხადება
ჩვენ, აჭარის სამედიცინო საზოგადოება (ექიმები, ექთნები) მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ბოლო ათწლეულების მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის.
ევროპული მედიცინა, ევროპული განათლება და გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისასთვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა თანამედროვე ჯანდაცვა საქართველოში.
2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და აზიანებს ქვეყნის წინსვლას. გარდა კონსტიტუციის დარღვევისა ბოლო 4 დღის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, როგორ სასტიკად უსწორდება სამთავრობო ძალები მშვიდობიან პროტესტანტებს დედაქალაქში.
ჩვენი, ექიმების ვალია ვიდგეთ არა მხოლოდ ქართველი ხალხის ჯანმრთელობის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მთლიანობის სადარაჯოზე.
ვრჩებით რა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული, ვუერთდებით წინააღმდეგობის მოძრაობას საქართველოში.