საკონტაქტო ინფორმაცია
დაიცავი სეკულარული და დემოკრატიული საქართველო

საჭიროა 14745 ხელმოწერა

255
15000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • თბილისის მერია

დაიცავი სეკულარული და დემოკრატიული საქართველო

   აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს რამდენჯერმე წამოიჭრა ეგრეთ წოდებული „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფის დასჯადობის საკითხი და ის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განხილვის საგნადაც იქცა. ბუნებრივია, კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ კანონპროექტს სრულებით ეწინააღმდეგება, მიიჩნევს რა მას ანტიდემოკრატიულ და ანტიკონსტიტუციურ ინიციატივად. საქართველოში, რომელიც კანონმდებლობით სეკულარულია და სადაც მიმდინარეობს დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, წარმოუდგენელია, მიღებულ იქნას მსგავსი კანონპროექტი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, არის ანტისოციალური და მნიშვნელოვნად შეგვიშლის ხელს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში.
  საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად :
1. « ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით ».
2. « მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია ». 
შესაბამისად, კანონონპროექტის ინიციატორებიც და მხარდამჭერებიც ამით ღიად გამოდიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ და აშკარად იქმნება საფრთხე იმისა, რომ იგი შეიძლება გადაიქცეს ერთგვარ რეპრესიულ ინსტრუმენტად და მივიღოთ საქართველოს ირანიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კანონპროექტის ავტორმა, ბ-ნმა ემზარ კვიციანმა, ცალსახად განაცხადა კანონის სელექტიური ხასიათის შესახებ. მისი თქმით: ,,მნიშვნელობა არ ექნება, რას იტყვის მამაო ქადაგების დროს,, - რაც აშკარა პრივილეგიას ანიჭებს მართლმადიდებლურ რელიგიას და შესაბამისად, მოძღვრის სტატუსი იქცევა ერთგვარ "იმუნიტეტად". ორმაგი სტანდარტებით მოქმედი კანონი კი არაფრისმომტანია. თავად ცნება ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა,, კი - აზრს მოკლებული, რადგან შეუძლებელია განისაზღვროს, რა არის ე.წ რელიგიური გრძნობა და მითუმეტეს, მისი შეურაცხყოფა იურიდიულად. ეს აბსურდულია იმიტომაც, რომ რელიგია არის არამხოლოდ სოციო-კულტურული ფენომენი, არამედ ასევე იდეოლოგია და როგორც ნებისმიერი იდეოლოგია და სოციო-კულტურული მოვლენა, ისიც არაფრითაა გამორჩეული სხვებისაგან, შესაბამისად, რელიგია არ შეიძლება იყოს პრივილიგირებული, ტაბუირებული და საკრალური. იგი ისევე იმსახურებს განხილვასა და კრიტიკას, როგორც სხვა დანარჩენი სოციალური მოვლენა, მით უფრო მაშინ, როცა მონოთეისტური რელიგიები მათი ექსტრემისტული ტექსტების შემცველობის გამო არაერთხელ გამხდარა ფანატიზმის, ექსტრემიზმისა თუ ტერორიზმის საფუძველი დღევანდელ საზოგადოებაში. ეს კი ნამდვილად არ იმსახურებს არც პატივისცემას და არც თვალის დახუჭვას ასეთ უმსგავსობაზე. თუ იზიარებთ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის შეხედულებას ამ იდეის შესახებ, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას.