საკონტაქტო ინფორმაცია
ბატონ მილტონ ჰეიგს, მიენიჭოს საპატიო მოქალაქის სტატუსი

საჭიროა 49983 ხელმოწერა

17
50000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

ბატონ მილტონ ჰეიგს, მიენიჭოს საპატიო მოქალაქის სტატუსი

  2012 წლის 20 იანვარს , რაგბის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგა ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. ადამიანი რომელმაც ქართულ რაგბს ახალი სული ჩაბერა. მისი მრავალწლიანი სტრატეგიის მიხედვით საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ , თანმიმდევრულად დაიწყო განვითარება და რაც მთავარია წინსვლა შედეგებშიც აშკარად ისახებოდა.

 მწვრთნელის დაუღალავმა შრომამ, ბიჭების მონდომებაბ, საქართველოს რაგბის ფედერაციის ეფექტურმა მუშაობამ და იმ ადამიანების მხარდაჭერამ რომლებმაც ყველანაირი პირობა შეუქმენს ქართული რაგბის სამყაროს რომ წარმატებებისთვის მიეღწიათ, დღეს მიგვიყვანა იქ რომ მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო ხმამაღლა საუბრობს ჩვენს პროგრესზე. სულ ცოტაც და ექვსი ერის კარებიც მალე გაიღება ჩვენთვის. ბატონი მილტონი აქტიურად ეწევე საქართველოს პოპულიზაციას როგორც თავისი საქმით , ასევე ყველა იმ თბილი და ემოციური ინტერვიუებითა თუ განცხადებებით რომლებშიც ის საქართველოზე საუბრობს.

 უღრმესი მადლობა მინდა გამოვთქვა თითოეული ბედნიერი წუთისვის რომელიც ქართველ ხალხს , ამ ადამიანების დაუღალავმა შრომამ მოგვიტანა, ერი გაგვაერთიანა  და რაგბი ჩვენი თამაში გახადა.

 ყოველივე აქედან გამომდინა , მივმართავ საქართველოს პრეზიდენს ბატონ გიორგი მარგველაშვილს: საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ , პირველი თავის მე-9 ⅟ მუხლის „საქართველოს საპატიო მოქალაქეობა“ - ის მიხედვით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ბატონ მილტონ ჰეიგს მიენიჭოს საპატიო მოქალაქის სტატუსი.

პატივისცემით

ლევან ასლანიშვილი