საჭიროა 980 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
არა მგზავრობის საფასურისა და მერიის მაღალჩინოსანთა ხელფასების ზრდა–გაორმაგებას !
არა ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაორმაგებას !
შენარჩნდეს 50 და 80 თეთრიანი ტარიფებიც !
ჩვენ, თბილისის მოქალაქენი მოვითხოვთ დედაქალაქში საზოგადობრივი ტრანსპროტით ერთჯერადი და 90 წუთიანი ინტერვალით მგზავრობის დღევანდელი ტარიფის უცვლელად შენარჩუნებას. შესაბამისად იმას, რომ იგი კვლავ 50 თეთრიან ნიშნულზე შენარჩუნდეს, დაგეგმილი 1 ლარის ნაცვლად. აღნიშნული უკიდურესად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ არ დავუშვათ ისედაც უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საარსებო პირობების კიდევ უფრო მეტად და დრამატულად გაურესება..
თქვენს მიერ ინიცირებული ცვლილებების აღწერილი კომპონენტი, გამოიწვევს მგზავრთა უდიდესი ნაწილისათვის სატრანსპორტო ხარჯების გაორმაგებას. ეს რომ ასე, დასტურდება მარტივი გამოთვლებითაც, ჩვენი უმრავლესობა დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად სწორედ ერთჯერადი „ბილეთით“ ან და საათნახევრიანი ინტერვალის ვსარგებლობთ, ძირითადად ორჯერადად, დილით სამსახურის მიმართულებით და საღამოს სახლისაკენ. ნათქვამიდან გამომდინარე, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარიანი ტარიფის შემოღება, თითოულ ჩვენგანს, ყოველთვიურ დანახარჯს საშუალოდ 30 ლარით გაგვიზრდის (50 თეთრი X 2 X 30 დღე = 30 ლარი, გაძვირების შემდეგ კი 1 ლარი X 2 X 30 დღე = 60 ლარს).
ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, ჩვენ ქართველი ხალხი, მათ შორის, თბილისის მოქალქენი, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად გახლავართ ხელისუფლების წყარო, ასევე ვართ ქვეყნისა და დედაქალაქის ბიუჯეტის შემქმნელნი, საიდანაც ფინანსდება თბილისის მერიაც, კატეგორიულად მოვითხოვთ, იგი ძირითადად ხალხის სასარგებლოდ გამოიყენოთ და არა მაღალჩინოსანთა ისედაც მაღალი ხელფასების კიდევ უფრო გაზრდის და ახალი ძვირადღირებული მანქანების შესაძენად ! მათ შორის მოვითხოვთ, შეინარჩუნოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის არსებული სისტემა და ტარიფებიც, თუნდაც ახალი, „სააბონენტო სისტემის“ პარალელურად.