საკონტაქტო ინფორმაცია
ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

საჭიროა 376 ხელმოწერა

624
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

 

 

ფაშიზმზე გამარჯვება დასავლეთის ქვეყნების  უმეტეს ნაწილში 8 მაისს აღინიშნება (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.). ქვეყანათა დანარჩენი ნაწილი კი ამ დღეს 9 მაისს აღნიშნავს (რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და ა.შ.).

რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს „რუსული მსოფლიოს“ მობილიზების იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს. ვინაიდან საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს.

პარტიის მიერ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შემუშავებული პროექტით არათუ არ უარვყოფთ, არამედ პირიქით ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილ წვლილს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ომის მონაწილეები წლების მანძილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ საბჭოთა იმპერიის მიერ თავს მოხვეულ 9 მაისის.

უფრო მეტიც, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს ე.წ. უკვდავი პოლკის რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი, რომლის პროპაგანდირებასაც დღემდე დაჟინებით ცდილობს პუტინის რუსეთი.

ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო არა 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ შექმნილი საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და იდეოლოგიური მემკვიდრეა.  

აღნიშნული ინიციატივით გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა,  რუსულ გავლენებს საქართველოში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ.

გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რათა გამარჯვების დღე საქართველომ აღნიშნოს ევროპული ოჯახის წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად 8 მაისს.

 

8 მაისი

 

  1. აშშ
  2. დიდი ბრიტანეთი
  3. საფრანგეთი
  4. ლიეტუვა
  5. ლატვია
  6. ესტონეთი
  7. კანადა
  8. ჩეხეთი
  9. სლოვაკეთი

 

 

9 მაისი

 

  1. რუსეთი
  2. ბელორუსია
  3. მონღოლეთი
  4. ტაჯიკეთი
  5. ყაზახეთი
  6. ყირგიზეთი
  7. აზერბაიჯანი
  8. სომხეთი
  9. მოლდოვა