
საჭიროა 4747 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- მიხეილ სარჯველაძე
"მწვანე შუქი“ – ინტერდისციპლინარული სერვისი შშმ პირების მშობლების მენტალური ჯანმრთელობისა და განათლებისთვის.
2024 წელს, ქ. რუსთავში განხორციელდა ინოვაციური საპილოტე პროექტი – „მწვანე შუქი“, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირების მშობლებისა და მეურვეებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტერდისციპლინარული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სახელმწიფო სერვისად ამოქმედება 2025 წლიდან იყო დაგეგმილი და მედიასაშუალებებითაც საჯაროდ დაანონსებული, აღნიშნული სერვისი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული სახელმწიფო სერვისების სისტემაში.
საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდა: ჩატარებული კლინიკური კვლევები აჩვენებს მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებლებს, როგორც მონაწილეთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე პრაქტიკული ცოდნის გაზრდაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესახებ. შესაბამისი ანგარიში გადაგზავნილია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის სამუშაო კომიტეტებში, რომლებიც სრულად ინფორმირებულნი არიან პროექტის შედეგებსა და პოტენციალზე.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა ,ჯანდაცვის სერვისებზე მომუშავე კომიტეტების მუშაობა პრაქტიკულად შეჩერებულია, შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადაიდო, რაც აფერხებს ახალი სერვისების დამტკიცებისა და სისტემურ დონეზე დანერგვის პროცესს.
„მწვანე შუქის“ სახელმწიფო სერვისად გახდომის შემთხვევაში,შშმ პირების მშობლებს და მეურვეებს მიეწოდებათ შემდეგი ინტეგრირებული მომსახურებები:
1.ფსიქიატრიული კონსულტაცია და შეფასება.
2.ჯგუფური ფსიქოთერაპია.
3.ფსიქო-განათლების სესიები, შშმ პირების მდგომარეობის შესახებ.
4.ინდივიდუალური ქოუჩინგი და მშობლების გაძლიერება.
5.ადვოკატირება და განათლება, შშმ პირების უფლებების შესახებ.
პროექტის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე არასრულწლოვანთა დედების ფსიქო-ემოციური სტაბილიზაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. ეს მოიცავს როგორც მენტალური მდგომარეობის ნორმალიზებას, ისე სამედიცინო-სოციალურ საკითხებში კვალიფიციური ინფორმაციის გადაცემას დიაგნოსტიკისა და მართვის გზების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე შუქი“ ეფუძნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტრატეგიულ მიდგომას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში, მათ შორის – თანატოლთა მხარდაჭერის მოდელის ინტეგრირებას, რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს სერიოზული ფსიქოლოგიური სირთულეების განვითარების რისკს და აძლიერებს ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას.
პროექტის მისია გახლავთ მშობლების გაძლიერება და შშმ პირების საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება.