საკონტაქტო ინფორმაცია
CT-Park ის ჯარიმებზე დარიცხული საურავის გაუქმება/შეცვლა

საჭიროა 9968 ხელმოწერა

32
10000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

CT-Park ის ჯარიმებზე დარიცხული საურავის გაუქმება/შეცვლა

სითი პარკის მიერ, პარკირების დარღვევის საფასურის, 10 ლარიანი ჯარიმის ადგილზე მიტანისას, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ქვითარი არ ბარდება მანქანის მეპატრონეს და ბარდება კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებ პირს, რის გამოც ფერხდება ინფორმაციის მიწოდება მანქანის მეპატრონესთვის, კერძოდ პარკირების დარღვევის საფასურის, 10 ლარიანი ჯარიმის შესახებ. 

გამომდინარე იქედან, რომ მანქანის მფლობელს არ გააჩნია ინფორმაცია არც დარიცხულ ჯარიმაზე და არც აღნიშნული ქვითრის ჩაბარების შესახებ, გარკვეული დროის შემდეგ 10 ლარიან ჯარიმას ერიცხება საურავი - 150 ლარი, რომელიც აღნიშნული ტიპის ჯარიმისათვის სრულებით შეუსაბამოა, 

როგორც მოგეხსენებათ, ჩაბარებული ქვითრების რაოდენობა შეუზღუდავია და ესეთ შემთხვევაში თითოეულ ქვითარზე დარიცხული საურავი კოლოსალურ თანხას აღწევს.

გთხოვთ, ერთად მოვითხოვოთ აღნიშნული საურავის გაუქმება და ლოგიკური სისტემის შექმნა, სადაც პიროვნებას ექნება ინფორმაცია ქვითრის ჩაბარების შესახებ.