საკონტაქტო ინფორმაცია
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა  უფლებების დაცვა

დასრულებული

1003
1003
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ბატონო გიორგი,

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #419 განკარგულება, რომლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების საკითხის მოგვარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.

მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მიმართვისა, თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“ ვერ/არ ასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ #419 განკარგულებით თბილისის მერიაზე დელეგირებულ ვალდებულებას.

შესაბამისად, მიუღწეველი რჩება შედეგი, რომელსაც მიზნად ისახავდა  საქართველოს მთავრობის #419 განკარგულება.

ამიტომ მოგმართავთ წინამდებარე პეტიცია-განცხადებით.

ჩვენ მოვიძიეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 01.72.14.014.689.

მოძიებული გვყავს პოტენციური ინვესტორი, რომელიც მიწის ამ ნაკვეთზე ააშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულთა მნიშვნელოვან ნაწილს, მინიმუმ 1 000 (ათასი) ბენეფიციარს.

ბენეფიციართა რაოდენობა, სია და მიწის ნაკვეთების გადაცემის პირობები დადგინდება თქვენთან, ინვესტორთან  და შესაძლო ბენეფიციარებთან შეთან-ხმებით.

გთხოვთ, ჩვენი მონაწილეობით, მოამზადოთ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის ძალით მიწის ეს ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულებს სიმბოლურ ფასად,  მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.