საჭიროა 4825 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ბავშვთა დაცვის დღის უქმე დღედ გამოცხადება
მე-9 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, მოგმართავთ ინიციატივით, 1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე, გამოცხადდეს უქმე დღედ.
ბავშვები ჩვენი ერის მომავალია და გადამწყვეტია მათი მნიშვნელობის აღიარება და აღნიშვნა საზოგადოების მიერ. ბავშვთა დღე იძლევა შესაძლებლობას, აღიაროს ბავშვების უფლებები, საჭიროებები და წვლილი ჩვენ გარშემო.
ბავშვთა დაცვის დღის უქმე დღედ გამოცხადებით, ჩვენი მიზანია ხაზი გავუსვათ ბავშვების უფლებას, რომ მათ დაისვენონ და აქტიურად ჩაერთონ 1-ელ ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე ხელი შევუწყოთ ბავშვების კეთილდღეობას, რადგან ვფიქრობთ, რომ ბავშვთა დღის ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადება აამაღლებს ცნობიერებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ექსპლუატაციისგან დაცვა და ყველა ბავშვისთვის თანაბარი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა. ბავშვებისთვის 1-ლი ივნისის უქმე დღედ გამოცხადება ხელს შეუწყობს მათ უფრო მეტი დრო გაატარონ ოჯახებთან და თავი გამორჩეულად იგრძნონ.
გარდა ამისა, როგორც ვიცით, ამ დღეს იგეგმება არაერთი აქტივობა, ღონისძიება და სკოლის მოსწავლეებიც თავის მშობლებთან ერთად შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მათში პიროვნულ და შემოქმედებით განვითარებას.