საჭიროა 2325 ხელმოწერა
ადრესატი:
- ფინანსთა სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
პროტესტი საწვავზე აქციზის გაძვირებას
საწვავის ფასის მატება ის რაც ეხლა ხდება არის ხელოვნურად სახელმწიფოს მიერ აქციზის გადასახადზე მატებით გამოწვეული რაც ისედაც უკვე დიდ ტვირთად დააწვა მოსახლეობას და ბაზარზე პროდუქტის ფასები საშვალოდ 15-30% მდე უკვე გაზრდილია ! ამას დაემატება ნავთობის ბირჟებზე მომავალ 6 თვეში ნავთობზე ფასის მატება რაც ნავარაუდებია დღევანდელი ტარიფიდან 57$ დან 80$ მდე შესაბამისად ზაფხულისთვის ლიტრი საწვავის ფასი გაძვირებული აქციზის პირობებში მიაღწევს დაახლოებით 3.10 ლარიდაბ 3.60 ლარამდე რაც გაუსაძლისს გახდის საქართველოში არა მხოლოდ ავტომობილით გადაადგილებას არამედ ეს დააწვება თითოეულ მოქალაქეს მძიმე ტვირთად რადგან საწვავზე ფასის მატების ასახვა ყოველთვის პირდაპირ ხდება ნებისმიერ სახის პროდუქტზე როგორიცაა ფქვილი, პური, ბოსტნეული და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი აქედან გამომდინარე მოვითხოვთ საქართველოს ეკონომიკური გუნდისგან მოხდეს საწვავზე აქციზის ფასის დაკლება და ბიუჯეტში მისგან მიღებული დანაკლისის შესავსებად გამოიყენობ სხვა გზები რაც არ მოახდენს ამხელა გავლენას საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე !