საჭიროა 99943 ხელმოწერა
57
100000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება!
აზარტული თამაშების, სლოტ-კლუბების და კაზინოების რეკლამირება მასმედიის, სოციალური ქსელის, ბილბორდების და სხვა საშუალებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართვას იწვევს აზარტულ თამაშებში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს, ფინანსების დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, ჯანმრთელობის მოშლა, სუიციდი .. სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს აზარტულ თამაშებში ადამიანების ჩართვის სტიმულირების შესაძლებლობა!