საჭიროა 4565 ხელმოწერა
435
5000
ადრესატი:
- დანაშაულის ყველა მოწმეს
დამნაშავის მხილება სიმამაცეა!
ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მთელი ქვეყანა შეგვძრა.
მომხდარ ფაქტზე დაკითხული ადამიანებიდან, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე ვერ აცნობიერებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დანაშაულში მონაწილეებისთვის ხელის დაფარებას.
გთხოვთ მოვუწოდოთ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს. დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ თითოეულმა დამნაშავემ სათანადოდ აგოს პასუხი.
დროა დავძლიოთ ეს სტიგმა !
ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები !