საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს წვერის გაპარსვა!

საჭიროა 9983 ხელმოწერა

17
10000
ადრესატი:
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პარლამენტი

აიკრძალოს წვერის გაპარსვა!

 წვერი მამაკაცის მშვენებაა (შეუხედავ მამრსაც თავისებურ ხიბლს სძენს, გულწრფელად რომ ვთქვათ). ვინაიდან, ხალხური სიბრძნე გვეუბნება, თვალი სვამს და თვალი ჭამსო, ჩვენ, ესთეტიკის მოყვარული მანდილოსნები, მოვითხოვოთ აიკრძალოს წვერის გაპარსვა, განსაკუთრებით კი - სამსახურებში, სადაც ეს იძულებით ხასიათს ატარებს.

 ამასთანავე, ვემსახურებით ფრიად ჰუმანურ იდეასაც -  დაიმსხვრეს სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ გაუპარსავი და გრძელთმიანი მამაკაცი ასოცირდება არაჰიგიენურობასთან.

დაე, წვერ-ულვაშს აღუდგეს თავისი ფუნქცია და მამაკაცის ღირსების დასტურად იქცეს, თორემ ისეთი დრო დადგა, ხილვადი მტკიცებულების გარეშე ვერავის ენდობი