საკონტაქტო ინფორმაცია
მოიხადოს საჯარო ბოდიში გოგო თოფაძემ, დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანების შეურაცხყოფისთის

საჭიროა 9956 ხელმოწერა

44
10000
ადრესატი:
  • გოგი თოფაძე, ქართული ოცნება

მოიხადოს საჯარო ბოდიში გოგო თოფაძემ, დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანების შეურაცხყოფისთის

დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.

მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.

მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“.

გთხოვთ ხელმოწერასთან ერთად გააზიარეთ