საჭიროა 515 ხელმოწერა
ადრესატი:
- კახა კალაძე
- ბაგა-ბაღების სააგენტო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- თბილისის მერია
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო
84_ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა უფლებების შელახვა
84_ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლების კოლექტიური განცხადება იმის შესახებ, რომ ა.წ იანვარში , აღნიშნული ბაღის დათვალიერების შედეგად დადგინდა შენობის დაზიანების მესამე ხარისხი ,დაინიშნა ექსპერტიზა , თუმცა არ ჩატარებულა და საბოლოო პასუხი ჯერაც უცნობია ჩვენთვის . ბავშვების უსაფრთხოების გათვალისწინებით გადაყვანილნი არიან გვერდით მდებარე 56_ე ბაგა-ბაღში ,სადაც გაერთიანებულია ჯგუფები 2-2_ად და დისკომფორტს განიცდის, როგორც 84_ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, ასევე 56_ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები . ბავშვების რაოდენობა ბევრად აღემატება სტანდარტით დადგენილ ნორმებს და უხეშად ირღვევა ბავშვების განვითარების , სწავლის, თამაშის , უსაფრთხოების , კვების,ძილის და ყველა სახის ის უფლება რა სახის განვითარებისათვისაც აღსაზრდელები ბაღში დადიან . ჩვენთვის მშობლებისთვის ეს მიუღებელია , აბსოლუტურად დარღვეულია სააღმზრდელო პროცესი .
გთხოვთ მიიღოთ ჩვენი შვილებისათვის სასარგებლო და დროული გადაწყვეტილება, რათა მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში განათლების მიღება .
აქედან გამომდინარე დაუყონებლივ მოვითხოვთ , მოხდეს სწრაფი რეაგირება და შესაბამისი ფართის მოძიება, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი პეტიცია გამომდინარეობს,საქართველოს კონსტიტუციის მუხლ N27-დან, ასევე ბავშთა უფლებათა კონვენციის მე_N2 მე_3 მუხლებიდან, გარდა ამისა ბავშვის უფლებების ნაწილში საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე_6 მუხლის (1,2)პუნქტების, მუხლ მე-11, 12, 82,90 ,ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მე-7 მუხლის ზ) თ) და ამავე კოდექსის მე-17 მუხლის,რომლებიც მოიცავს ბავშვთა უფლებათა ჭრილში უსაფრთხო გარემოს შექმნის,მათი განვითარებისა და ქვეყანაში არსებული სახელმწიფო დაწესებულებათა პასუხისმგებლობას აღნიშნული ნორმების განხორციელებას და და მათ შესრულებას მოცემულ ნაწილში.