საკონტაქტო ინფორმაცია
შეაჩერე გამოსახლება

საჭიროა 8975 ხელმოწერა

1025
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

შეაჩერე გამოსახლება

სახელმწიფომ უზრუნველყოს უკანასკნელი საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების გამოსახლების პროცესის შეჩერება იქამდე, სანამ არ უზრუნველყოფს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით.

2100 ოჯახი ელოდება გამოსახლების პროცესს მიმდინარე პერიოდში. ა(ა)იპ მშენებლობით და იპოთეკით ‘’მევახშეებისგან’’ დაზარალებულთა გაერთიანება წარმოგიდგენთ პეტიციას, რათა უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე არ დარჩნენ ადამიანები.

მოგეხსენებათ, კორონავირუსული პანდემიის გამო 2020 წლის 23 მარტიდან მთავროვრობის 181-ე დადგენილების მე-12 მუხლის საფუძველზე შეჩერდა იძულებითი გამოსახლების პროცესი.

პანდემიის დასრულებისას აღნიშნული მუხლი გაუქმდა და ადამიანები კვლავ აღმოჩნდნენ უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამ გარემოებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია სახელმწიფოს უმოქმედობა გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების ჩამოყალიბების ნაწილში.

საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს რა სოციალურ სახელმწიფოს, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სოციალური თანასწორობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპის განმტკიცებაზე. 

ამ მიზნით კი აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, ასევე, როგორც საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებელით  უზრუნველყოფაზე,  ისე ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა გადადგას საკანონმდებლო და სხვა ნაბიჯები მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, იმისთვის, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიიღოს პრევენციული ზომები ადამიანის ღირსების უფლების დასაცავად და უზრუნველყოს ყოველი ადამიანი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.


ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობისა და მევახშეების წინააღმდეგ

ვრცლად