საკონტაქტო ინფორმაცია
ღირსეული პენსია  პედაგოგებს!

დასრულებული

5279
5000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი

ღირსეული პენსია პედაგოგებს!

განათლება არის ნებისმიერი საზოგადოების წინსვლის ქვაკუთხედი, მასწავლებლები   მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ერის მომავლის ჩამოყალიბებაში.

ქართველ მასწავლებლებს საპენსიო უფლებების მხრივ სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა. მიუხედავად მრავალწლიანი შრომისა და გამოწვევებისა, დღეს   მასწავლებელი პროფესიიდან გასვლისას იღებს იმავე  ოდენობის პენსიას, რამდენსაც  ნებისმიერი პროფესიის სხვა მოქალაქე! მასწავლებლები ხარჯავენ დროს, ცოდნასა და ენერგიას ჩვენი შვილების აღზრდაში, ხშირად იმაზე მეტსაც იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე ევალებათ. რა თქმა უნდა, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და ადამიანური ფაქტორები განსხვავდება! გვესმის, რომ ყველა სისტემაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ან ძალიან იხარჯებიან ან ნაკლები მონდომებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მრავალწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლებს  უნდა ჰქონდეთ ღირსეული პენსია  იმ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ სკოლიდან.   ჩვენ არ ვითხოვთ სკოლაში მუშაობის პარალელურად განსხვავებულ და სხვა მოქალაქეებზე მეტ პენსიას, არამედ  მიგვაჩნია, რომ პროფესიიდან გასვლის შემდეგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული პენსია.  მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია ქვეყნის წინაშე მასწავლებელთა სასიცოცხლო როლის გაცნობიერება  და საპენსიო უთანასწორობის საკითხის მოგვარება.

       ქართველი მასწავლებლებისთვის შესაფერისი საპენსიო უფლებების უზრუნველყოფით ჩვენ  ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძალისხმევა და თავდადება ფასდება,რომ სახელმწიფო მათ პატივს სცემს. ეს გზავნილი იქნება ძლიერი სტიმული ნიჭიერი ახლაგზარდა მასწავლებლებისთის, რომ  მეტად მოუნდეთ განათლების სისტემაში შემოსვლა. ეცოდინებათ, რომ მათი შრომა აუცილებლად დაფასდება , როდესაც ისინი  დააპირებენ პროფესიიდან გასვლას 20,30 თუ 40 წლის შემდეგ.