დასრულებული
2005
2000
ადრესატი:
- საქართველოს უნივერსიტეტი
სწავლის საფასურის გადავადება
მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ,ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის მიმოქცევა გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტი კი მაინც გვთხოვს გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი, მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს მძიმე ფინანსური პერიოდი. მივმართავთ მოთხოვნით საქართველოს უნივერსიტეტს , დაუყოვნებლივ შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა , გადავადდება სწავლის საფასური და მოხდება მათი უფლებების დაცვა .