საკონტაქტო ინფორმაცია
არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!

დასრულებული

281
251
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!

საქართველოს პრემიერ მინისტრის,

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი გახარიას

საკოორდინაციო საბჭოს ა/წ 22 იანვირს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილება - ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" სინამდვილეში არის სრული LOCK DOWN ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რამეთუ - გაჩერებულია ბიზნესი, მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, ქვეყნის ეკონომიკა დეფოლსის გზაზეა, უამრავ მოქალაქეს აწუხებს საბანკო ვალდებულება - რასაც ისინი სამწუხაროდ ვერ იხდიან. გარდა ამისა, ვისაც შეუნარჩუნდა სამსახური - არ არსებული სატრანსპორტო საშუალების გამო (გადაადგილების შეზღუდვა) - მოქალაქეები ვერ მიდიან თავიანთ სამსახურებში - ანუ სახლში ზიან უხელფასოდ. ასევე სხეზე გვაქვს ორმაგი კოლაფსი - ანუ ერთის მხვრივ სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები - 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა - რაც გაუგებარი შინაარსისაა, მეორეს მხვრივ კი - ფინანსური - არ არსებული ტრანსპორტი, გაძვირებული ტაქსის ფასები (ხელფასიდან პრაქტიკულად 90% მიდის ტაქსში) ან სამსახურის მიერ დაქირავებული ტრანსპორტის საფასურს ხშირ შემთხვევაში იხდიან დასაქმებულები - ანუ ისევ ხელფასის უდიდესი ნაწილი მიდის სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიმართ - თუნდაც დაქირავებული კერძო ავტომობილი და მიკროავტობუსი. პრაქტიკულად, მათ ვისაც კი შერჩა სამსახური - მათი ხელფასი პრაქტიკულად იკარგება ამ რეგულაციების (სატრანსპორტო შეზღუდვა) გამო. ასევე - ე.წ. "შემსუბუქებული" შეზღუდვები - თბილისს, ქუთაისს და რუსთავს არ შეეხო - სატრანსპორტო კუთხით. ჩნდება ბევრი ლოგიკური კითხვა, რაც აპრიორი არის ასევე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გაურკვეველია და ბევრ კითხვას ბადებს, რატომ იხსნება მოლები 1 თებერვლიდან, ბაზრობები - 15 თებერვლიდან? გაურკვეველია როგორ იხსნება 1 თებერვლიდან შეზღუდვა ფრენებზე - თუ არ არის რესტორნები, სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება? გაურკვეველია სარესტორნო ბიზნესის ბედი? გაურკვეველია - როგორ შემოვლენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები - მხოლოდ PCR ტესტით თუ კარანტინი ექნებათ სავალდებულო? გაურკვეველია ჩვენ როგორ გავალთ საზღვარგარეთ - როდესაც არ არის გაწერილი ქვეყნიდან გასვლის წესები - მეზობელ ქვეყნებში, ასევე გაურკვეველია - უვიზოდ ტურისტულად ევროპაში ვერ მივდივართ - მაშ სად მივდივართ და როგორ?!

ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულია

  1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
  2. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.

26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის #699 დადგენლიბა თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - კერძოდ, იზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება. საუბარი, რომ ჯერ გაიხსნება ერთი, შემდეგ მეორე და ა.შ. - ანუ ეტაპობრივად - არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეები არიან მოტყუებულები, ირღვევა 699 დადგენილება - ჩვენ ვნახეთ 3-ჯერ ზედიზედ უკვე დარღვევა - არ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება როგორც ეს იყო დაანონსებული 24.12-02.01, 16.01-31.01 და 01.02-დან პერიოდში.

ასევე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ გვაძლევს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველა შეზღუდვა არის პოლიტიკური შინაარსის. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მხოლოდ "აქციების ბრალეულობა" იყო სტატისტიკის ზრდა, საპირისპირო არგუმენტებზე კი მხოლოდ მივიღეთ ჩაკეტვა.

  1. COVID-19 სტატისტიკა იზრდება აქციების გამო (სამთავრობო განცხადება!)
  2. დენდროლოგიურ პარკში ხალხის აღურაცხველი რაოდენობა არ ზრდიდა სტატისტიკას?
  3. რუსთაველზე ნაძვის ხესთან - ხალხის აღურაცხველი რაოდენობაა - არ იზრდება სტატისტიკა?
  4. "ახალი წელი" - კონცერტი და გასართობი ღონისძიებები - მხოლოდ პრივილიგირებული მოქალაქეებისათვის, შეძლებული ოჯახებისათვის - ის არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისათვის და გაჭირვებული ოჯახების ბავშვები სულ მცირე მოკლებული მოკლებულნი იყვნენ ნაძვის ხის ნახვის შესაძლებლობას - რამეთუ უაზრო შეზღუდვა კომენდანტის საათით (რაც აპრიორი არის ანტიკონსტიტუციური), არ არსებული ტრანსპორტი და ძვირი ტაქსის სერვისი.

დიახ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი! ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრევისა და დეფოლსის წინაშეა!

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოთ 22 იანვრის გადაწყვეტილება, მოხსნათ 1 თებერვლიდან ყველა შეზღუდვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული #699 დადგენილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიადაგის და მიიღებთ ახალგაზრდების და თავისუფალი მოქალაქეების მასიურ პროტესტს.

  1. ნუ გაწირავთ მოქალაქეებს!
  2. შეასრულეთ დანაპირები!
  3. ყველა მოქალაქე თანაბრია!

 

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. „ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/
  2. „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /დ.ქისტაური/
  3. „ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/
  4. „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“     /ი.კიკიანი/
  5. „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“     /მ.ანდღულაძე/