საჭიროა 89646 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოთხოვნა მთავრობას რეანიმაციული თვითმფრინავის შესაძენად
საქართველოს არ ჰყავს რეანიმაციული აღჭურვილობის თვითმფრინავი, რომლის გამო ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ადამიანები იღუპებიან. ეს თვითმფრინავი პატარა ზომის, ექვს ადამიანზე გათვლილი სამედიცინო დანიშნულებაზე გადაწყობილი თვითმფრინავია, რომლის შეძენაც არაუმეტეს 4-5 მილიონ დოლარამდე ჯდება და თუ იქნება სურვილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან, შესაძლებელია დაფინანსებებით შესყიდვაც. ქვეყანაში რეანიმაციული თვითმფრინავის არარსებობა იწვევს:
1. წარმოუდგენლად დიდ ხარჯს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსაყვანად
2. გაწელილ დროს, რომელიც იმ მომემტისთვის პაციენტისთვის გადამწყვეტი დროა
3. ზოგჯერ კი სხვა ქვეყნებშიც ვერ ახერხებენ ამ თვითმფრინავის მოძებნას ან სხვა ქვეყნები არ გზავნიან.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი ხელმოწერებით, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, რომ მოხდეს სამედიცინო აღჭურვილობის მქონე თვითმფრინავის შეძენა. პეტიციას ხელს აწერს 100,000 ადამიანი.