საჭიროა 94 ხელმოწერა
6
100
ადრესატი:
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ქ. თბილისის მერია
მეტადონის პროგრამის ოფისის ხელმისაწვდომ ადგილას გადატანა
მიმდინარე წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მეტადონის პროგრამის მომხმარებელთა რიცხვი. რუსთავის გზატკეცილის 18/22 ნომერში არსებული მეტადონის პროგრამის ოფისშიც მოიმატა პაციენტების რაოდენობამ, რაც ადგილობრივ მოსახლეობისათვის დისკომფორტს იწვევს, რადგან უამრავი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იყრის თავს, ხშირია კამათის და ჩხუბის შემთხვევებიც. გარდა ამისა ოფისი რამდენიმე მეტრით არის დაშორებული სკოლას და სამ უნივერსიტეტს.
მეტადონის პროგრამის ოფისისთვის არაერთი მოწოდების და მიმართვის შემდეგ მათი მისამართი უცვლელია. ამიტომ შეიქმნა პეტიცია, რომლის ადრესატია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.