საკონტაქტო ინფორმაცია
თავისუფალი სასამართლო ხალხს!

საჭიროა 29896 ხელმოწერა

104
30000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

თავისუფალი სასამართლო ხალხს!

საინიციატივო ჯგუფი დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით 

საკანონმდებლო ინიციატივის ანოტაცია

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით, პირველი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:

1.       მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ახლებური წესის შესაბამისად, გამჭვირვალედ ახალი წევრებით დაკომპლექტება, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობა;

2.       მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ეფექტიანი სისტემის შემოღება, რაც შესაძლებელს გახდის მოსამართლეებად 3 წლის ვადით ან/და უვადოდ შერჩეული იქნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. მოსამართლეობის კანდიდატებს შეეძლებათ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება;

3.       რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები თანამდებობაზე აირჩევიან და გათავისუფლდებიან იმავე სასამართლოების მოსამართლეების მიერ;

4.       დადგინდება მოსამართლეების დაწინაურების ახალი წესი, რომელიც გულისხმობს - ერთ თანამდებობაზე დასაწინაურებელი რამდენიმე მოსამართლის არსებობის შემთხვევაში იმ მოსამართლის დაწინაურებას, რომელსაც შიდა კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მიღებული;

5.       მოსამართლეს დაევალება საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში მხოლოდ საკუთარი სპეციალიზაციის გათვალისწინებით;

6.      სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, რაც უზრუნველყოფს სასამართლოებში საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვას.          

 

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების დახვეწის მიზნით, მეორე კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:

1.       მოქმედი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის დაშლა და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სადისციპლინო კოლეგიის ახლებური ფორმირების წესის შესაბამისად, ახალი წევრებით დაკომპლექტება. სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს თითოეული ინსტანციიდან ერთს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრიდან ერთ წევრს დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო უმცირესობა;

2.       საჯარო იქნება დისციპლინური საქმის განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლე მოითხოვს სხდომების ნაწილობრივ ან სრულად დახურვას;

3.       მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტდება მთავარი ინსპექტორისგან და 7 ინსპექტორისგან. მთავარ ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ინსპექტორები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე თავად მთავარი ინსპექტორის მიერ;

4.       გაიზრდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის გარანტიები, რაც გულისხმობს  - მოსამართლის ინფორმირებას დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ, ასევე, მოსამართლის უფლებას - იყოლიოს დამცველი, განაცხადოს მისი დისციპლინური საქმის მწარმოებელი ინსპექტორის აცილება (მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს 2 ინსპექტორი) და სხვა;

5.       მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომის - სამოსამართლო უფლებამოსილების შეჩერება - შემოღება.