საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოში მომუშავე ონლაინ ბიზნესები გვესაუბრონ ქართულად

საჭიროა 9311 ხელმოწერა

689
10000
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოში მომუშავე ონლაინ ბიზნესები გვესაუბრონ ქართულად

პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ კანონს, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მომუშავე ონლაინ ბიზნესების ვალდებულებას იკომუნიცირონ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულად.

საქართველოს მოქალაქისთვის არასახელმწიფო ენაზე განხორციელებული სარეკლამო თუ ნებისმიერი სხვა სახის შეთავაზება წარმოადგენს მოქალაქის დისკრიმინაციას, რადგან არცერთ საქართველოს მკვიდრს აქვს ვალდებულება იცოდეს სხვა ენა, გარდა მშობლიურისა.

არასახელმწიფო ენაზე შედგენილი კონტენტი საქართველოს მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში აგდებს არაკონკურენტუნარიან და არათანაბარ მდგომარეობაში, რის შედეგადაც მისთვის რთულდება, რიგ შემთხვევებში კი უბრალოდ შეუძლებელი ხდება ისარგებლოს სასურველი მომსახურებითა თუ სერვისით, რომელიც მას სხვა, მისთვის უცნობ ენაზე შესთავაზეს.

ბუნებრივია, კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ბიზნესების და ზოგადად ქართული ეკონომიკის განვითარებას, რადგან მეტი ადამიანისთვის იქნება გასაგები ის კონკრეტული შეთავაზება, რომელიც მას გაუკეთეს.

და რაც ყველაზე მთავარია, კანონი აგვარიდებს ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ქართული ენის არაპრიორიტეტულად ცნობით და მისი განზრახ გაუფასურების მცდელობით.