საკონტაქტო ინფორმაცია
,,შეწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება

საჭიროა 217 ხელმოწერა

783
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

,,შეწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება

პეტიციაზე ხელმომწერები ვითხოვთ : 

  1. შეწყდეს რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.
     
  2. ​მოხდეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების - კონკორდატის გადახედვა. ( განსაკუთრებით 11-ე მუხლი)
     
  3. დაიწყოს ლუსტრაციის კანონის განხილვა, რომელიც გავრცელდება როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირებზე ასევე სასულიერო იერარქებზე, რათა საბოლოოდ დადგეს მათი თუნდაც მორალური პასუხსიმგებლობის საკითხი. 


ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.

თუ ეთანხმებით ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ მოაწეროთ ხელი და გაავრცელოთ პეტიცია