საკონტაქტო ინფორმაცია
გაუქმდეს შეზღუდვა ავტომობილებზე მინების დამუქებასთან დაკავშირებით

საჭიროა 97257 ხელმოწერა

2743
100000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

გაუქმდეს შეზღუდვა ავტომობილებზე მინების დამუქებასთან დაკავშირებით

"მიღებული კანონი და დებულება დაუხვეწავია. ჩვენ სამწუხაროდ, ვერ შევძელით დებულების სრული ტექსტის მოპოვება, კვლავ გაურკვეველია, როგორი წესით დგინდება წინა საქარე მინის დაბურვის დასაშვებობა. როგორ ხდება იმ არის განსაზღვრა, სადაც იზომება დაბურვა (მაგალითად ბევრ ქვეყანაში წინა საქარე მინის ზედა 15 სანტიმეტრზე შეზღუდვა არაა), როგორია მინის დამუქების გაზომვის მეთოდიკა და საზომი აპარატურის სტანდარტები და სერტიფიცირების მექანიზმები.
მიღებული დებულება კანონგარეშე ხდის უამრავ ავტომფლობელს, ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მასიურად გამოშვებულ ავტომობილს ქარხნულად აქვს უკანა გვერდითი მინები დაბურული 80 და მეტი პროცენტით. ასეთი ავტომობილი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა საქართველოში და მათ მფოლობელბს არა აქვთ საშუალება მინები შეცვალონ არა მარტო მათი სიძვირის გამო, არამედ ხშირად ამ მოდელზე დაუბურავი მინის არარსებობის გამო. ხოლო მინის არაორიგინალით შეცვლა საფრთხეს უქმნის მგზავრთა ჯანრმთელობას და ამცირებს ავტომობილის უსაფრთხოებას.
ჩვენთვის საეჭვოა ის მოტივაცია, რაც დასახელდა უკანა გვერდითი მინების დაბურვის შესაზღუდად. საქმე იმაშია, რომ იმისათვის რათა გაიხედო გვერდითა მანქანის მინებში და მისი მიმდებარე საგნები დაინახო, უნდა გაიხედო ორ 75%-ით დაბურულ მინაში რაც ჯამში იქნება 6.25% გამტარობის ხედვა ანუ 93.75% დაბურვა და ამ პირობებში საეჭვოა, რამე გამოჩნდეს, ამას გარდა პრაქტიკულად უმეტესი ავტომანქანის კლირინსი იმდენად განსხვავებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მანქანის ძარა მოეფარება მძღოლს.
ამასთანავე მცდარია ის არგუმენტი, რომ ეს კანონი ევროპული ქვეყნების შესაბამის კანონებზე უფრო ლიბერალურია, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ უნგრეთში მოქმედებს კანონი უკანა გვერდითი მინების დაბურვის კონტროლზე. ზოგიერთ ქვეყანაში უკანა გვერდითი მინების დაბურვის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ავტომანქანას არ გააჩნია გვერდითი სარკეები, დანარჩენ ქვეყანაში კი კონტროლი არ ხორციელდება.
მინების დამუქების კონტროლი ხდება აპარატურის საშუალებით, ანუ ეს არის აპარატურული კონტროლი, ესე იგი ეს არის ტექდათვალიერების ნაწილობირივი განხორციელება, რომელზეც თავის მხრივ, ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი 2013 წლამდე.
ამიტომ მოვითხოვთ, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. მოხდეს ამ საკითხის უფრო დეტალური მოკვლევა ტექნიკური სტატისტიკური და იურიდიული თვალსაზრისით. ასეთი დაუხვეწავი კანონი ვნებს არა მარტო ავტომობილების პატრონებს, არამედ თავად პოლიციასაც, რადგან მისი აღსრულება არის ორაზროვანი და წინააღდეგობრივი, მისი აღსრულება იწვევს დიდ უკმაყოფილობას და დაპირისპირებას ავტომფლობელთა და პოლიციელთა შორის.
ჩვენ ეს კანონი მიგვაჩვნია დაუხვეწავად და ბუნდოვანად, მასში ბევრი დაუზუსტებელი ნიუანსია.
ეს არის დაბურული კანონი და მოვითხოვთ მის შეჩერებას“.