დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აბიტურიენტები. უნარები-მეოთხე ვარიანტი.
მოგმართავთ უნარების მეოთხე ვარიანტელების სახელით. მოგეხსენებათ, წელს ზოგადად უნარების ტესტი საკმაოდ რთული აღმოჩნა,ერთი შეხედვით ყველასთვის, მაგრამ თუ 2016 წლის უნარებში გამოყენებულ ტესტებს გადავავლებთ თვალს,აშკარად ჩანს მეოთხე ვარიანტის სირთულე განსხვავებით დანარჩენი ვარიანტებისა. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიმატოთ ქულა.ვინაიდან,ჩვენი მოთხოვნის მიზეზი მრავალია.ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ვაპროტესტებთ ამ ტესტს,გახლავთ ის წარმოუდგენლად გაუგებარი კითხვები,რომლებიც ჩვენ გვხვდა წილად. ამას ემატება დროის სიმცირე, უბრალოდ შეუძლებელია საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში შეაფასო და გაიაზრო ისეთი რთული ტესტი,როგორიც ვერბალურში იყო.ქართულში დათმობილი 4 საათ ნახევარი ჯობდა გაგეყოთ ვერბალურისთვის.რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ალბათ ყველასთვის ცხადია თუ რაოდენ დიდია იმ ადამიანების რიცხვი,ვისთვისაც მათემატიკა დაუძლეველი საგანია.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ადამიანს მათემატიკა ან ესმის ან არა. განსაკუთრებით მათთვის,ვინც მეოთხე საგნად ისტორიას,გეოგრაფია ან ლიტერატურას აბარებს რთული იყო დაეძლია მეოთხე ვარიანტის ტესტი. ჩვენ მათემატიკოსები არ ვართ. ამ ტესტში მოცემული სავარჯიშოები კი ვფიქრობ არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას. ჩემი აზრით, ეს ტესტი პედაგოგებისთვის იყო განკუთვნილი და არა აბიტურიენტთათვის. მოგეხსენებათ,დღესდღეობით რთულია სკოლაში მიიღო სრულფასოვანი განათლება. უნარების ჩასაბარებლად კი რეპეტიტორებთან დავიწყეთ მომზადება, რა თქმა უნდა, აქაც წავაწყდით სირთულეებს. ალბათ, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თორმეტი მასწავლებელი გამოვიცვალე-მეთქი. კი,ასეა და მარტო მე არ შემემთხვა ასე. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია,ვისთვისაც დღეს 24 ქულა უნარებში გადამწყვეტია. გარდა მეოთხე ვარიანტელებისა მხედველობიდან არ უნდა ამოვიღოთ პირველი,მეორე და მესამე ვარიანტების მხრდიან გამოხატული მხარდაჭერა მეოთხე ვარიანტებისადმი.ვინაიდან, ეს უფრო დამაჯერებელს ხდის ჩვენს წუხილს.ამის გარდა,წელს ბევრი იყო შარშან ჩაჭრილი სტუდენტი,რომლებმაც ასევე აღნიშნეს,რომ წლევანდელი ტესტი უნარებში გაცილებით რთული იყო,ვიდრე შარშან მოსული. განსაკუთრებით კი ვიზიარებ იმ ადამიანების ბედს,რომლებმაც უნარების მეოთხე ვარიანტის პასუხებში სულ 20-22 სწორი პასუხი ამოიკითხეს.ასეთი კი ბევრია.უმორჩილესად გთხოვთ დაწიოთ ბარიერი ან მოუმატოთ ქულა მეოთხეებს. პატივისცემით აბიტურიენტები.