საჭიროა 9913 ხელმოწერა
87
10000
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს სამშენებლო ხმაური დასვენების დღეებში
დღესდღეობით სამშენებლო ხმაურის კანონით დასაშვები საათებია ყოველ დღე 08:00-დან 23:00-ის ჩათვლით. იქიდან გამომდინარე რომ გაზრდილია მშენებლობების რიცხვი თბილისში, ეს დიდ დისკომფორტს ქმნის ადამიანებისთვის. გარდა იმისა რომ მსხვილი ტექნიკითა და ყოველდღიური სამშენებლო ტექნიკით გამოწვეული ხმაური დილიდან დაღამებამდე არის აუტანელი, ამას ემატება მსხვილი ტექნიკის გამონაბოლქვი, რომელსაც ვსუნთქავთ.
მიმაჩნია, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა ვიცხოვროთ ჯანსაღ და სუფთა გარემოში, ამიტომ მოვითხოვთ, რომ სამშენებლო ხმაური აიკრძალოს შაბათ-კვირას მაშინ როცა ადამიანთა უმრავლესობას გვაქვს დასვენების დღე.