დასრულებული
1033
1000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
უზრუნველყოს სახელმწიფომ კობა დავითაშვილის მკურნალობა
2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილზე, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან , განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორება. ხერხემალზე მიღებული დაზიანებების შედეგად განვითარდა მაანკილოზებელი სპონდილიტი, იგივე - ბეხტერევის დაავადება. დაავადება მძიმედ და ქრონიკულად მიმდინარეობს, მისი მართვა კი დაკავშირებულია ფინანსებთან, რომლის უზრუნველყოფა დაავადებულის ძალებს აღემატება. მოვითხოვთ, კობა დავითაშვილის, როგორც სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული მოქალაქის, მკურნალობა უზრუნველყოს სახელმწიფომ.