
საჭიროა 999977 ხელმოწერა
23
1000000
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავპატიჟოთ ევროპა და ამერიკა საქართველოში 2025 წლის 30 სექტემბერს
მოწვევის მიზანი
1) საქართველო-ევროკავშირის მწვანე რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
ფონდის დაარსებით საქართველო დაიწყებს განახლებადი ენერგო სისტემების წარმოებას, რაც საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას ელ-ენერგია ჰქონდეთ უფასო და საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან ამოვიღოთ ბუნებრივი აირი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას ქვეყანაში, მზის და ქარის სისტემების ინდივიდუალური გამოყენება მოსახლეობაში გააჩენს დამატებით ფინანსურ შემოსავალს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რუსთავში და ქუთაისში, აშენდება ევროპაში ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელ-სადგური, მოხდება 25 000 სახურავის გადახურვა მზის სისტემებით კახეთის, ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში მოხდება გეოთერმული წყლების ათვისება, რაც მოგვცემს გათბობა-გაგრილების და სასათბურე მეურნეობის განვითარების საშუალებას.
ეს იქნება დიდი ნაბიჯი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ.
ფონდის განხორციელებული პროექტები დაასაქმებს 300-350 000 ადამიანს
ფონდის საქმიანობა იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი , რომ დავიკავოთ ადგილი ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.
2) შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის ამოღების და გამოყენების სტრატეგიის შემუშავება და ერთობლივი კომპანიის დაფუძნება აშშ-ს, ევროკავშირის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით.
1000 000 საქართველოს მოქალაქის მოწვევას ევროპა და ამერიკა არ უგულვებელყოფს და ჩამოვლენ საქართველოში.
რუსული მთავრობა მალე დასრულდება და ჩვენ მომზადებული და ახალი შესაძლებლობებით უნდა შევხვდეთ ევროპას.
მოსაწვევი სტუმრები: საფრანგეთის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, დანიის პრემიერ-მინისტრი, ავსტრიის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, აშშ-ს კონგრესმენები და სენატორები.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები.