საკონტაქტო ინფორმაცია
გაიზარდოს მედპერსონალის ხელფასი

დასრულებული

1605
1500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაიზარდოს მედპერსონალის ხელფასი

კლინიკებში არსებული გაუსაძლისი პირობები მედპერსონალს გვაიძულებს პროტესტი გამოვუცხადოთ ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას. საქართველოში არსებული კლინიკების ძალიან მცირე რაოდენობა არის სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ , დანარჩენი კლინიკები წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რაც ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომ კლინიკები გადაიქცა ბიზნესის სფეროდ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებულ კლინიკებში არათუ უკეთესი პირობები, არამედ ბევრ სხვა კლინიკასთან შედარებით უფრო ცუდი პირობებიცაა. ქვეყანაში, სადაც 2010 წლის შემდეგ ყველა საარსებოდ აუცილებელი პროდუქტის ფასი გაიზარდა 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ, მაგრამ ზუსტად ამ დროის განმავლობაში მედპერსონალის ხელფასები კვლავ უცვლელია. კორონავირუსის პანდემიამ ყველას კარგად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედპერსონალის როლი საზოგადოების ჯანმრთელობისათვის. 2021 წლის მდგომარებოთ საშუალო ხელფასმა შეადგინა 1463 ლარი, მაგრამ უმეტესი ექიმის ხელფასი სრული განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს საშუალო ხელფასზე დაბალს, რის გამოც მათ უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება.უმცროსი ექიმის ხელფასი უტოლდება ექთნის ანაზღაურებას და ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა ექთნების მხრივ, რადგან მათი ხელფასი სრული განაკვეთის შემთხვევაში 300-650 ლარამდეა. ამიტომ იძულებულნი არიან იმუშაონ ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მედპერსონალის ხარისხზე, რადგან არსებული პირობები ქმნის შემდგომ შესაბამის სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების ხელფასი არ აღემატება 400 ლარს. აუცილებელია, რომ მოხდეს დროული რეაგირება პრობლემის შესახებ და საინიციატივო ჯგუფი მოვითხოვთ საჯაროდ, ყველასთვის თვალსაჩინოდ შეგვხდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი ზურაბ აზარაშვილი და გვქონდეს საშუალება საჯაროდ დავუსვათ კითხვები და მივიღოთ შესაბამისი პასუხები. იმედს ვიტოვებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს, გაატარებს შესაბამის რეფორმებს და დააკმაყოფილებს მედპერსონალის მოთხოვნებს, სხვა შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი გავხდებით მივმართოთ ,,გაფიცვის" ფორმას.