საჭიროა 1769 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის საკრებულო
აღდგეს საბავშვო ბაღების მუშაობა
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან, შეწყვეტილია საბავშვო ბაღების მუშაობა. ბავშვები დარჩენილი არიან მათი ერთ-ერთი საბაზისო - განათლების მიღების უფლების გარეშე, მშობლებს კი ამის გამო, შეზღუდული აქვთ მუშაობის შესაძლებლობა.
სახელმწიფოს მხრიდან ეტაპობრივად აღდგა ყველა სფერო, მათ შორის სარესტორნო, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები გაიხსნა ზაფხულის პერიოდში, გარდა ადრეული განათლების დაწესებულებებისა, რომელიც როგორც ჩანს ყველაზე უნიშვნელოდ არის მიჩნეული.
სახელმწიფო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს მიეწოდებათ საკვები პროდუქტები, რაც ბევრი ოჯახისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ადრეული განვითარება მხოლოდ კვებას არ მოიცავს.
სკოლამდელი ასაკი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია ბავშვებში სოციალურ-ემოციური, მეტყველების, კოგნიტური და სხვა უნარების განვითარებისათვის. ბავშვებს ესაჭიროებათ ურთიერთობა თანატოლებთან, განმავითარებელი გარემო, რომელიც უნდა შესთავაზოს ბაღმა. დაკარგული თვეები ამ ასაკის პატარებისთვის შეიძლება ძნელად გამოსასწორებელი შედეგის მომტანი იყოს.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატარები და ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე, ამასთან ერთად გვაღელვებს მათი განვითარება, მათი სოციალიზაცია და კეთილდღეობა, ამიტომ მოვითხოვთ: აღდგეს საბავშვო ბაღების მუშაობა, მობილიზდეს ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები, დაცული იქნას ყველა ნორმა და პირობა ბაღების გახსნისა მათი უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.