საკონტაქტო ინფორმაცია
სადამრიგებლო ხელფასის ზრდა!

დასრულებული

5085
5000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

სადამრიგებლო ხელფასის ზრდა!

საჯარო სკოლის მასწავლებლების სადამრიგებლო ხელფასი 80 ლარია. მაშინ როცა ქვეყანაში კატასტროფულად არის ფასები გაზრდილი ყველაფერზე და დამრიგებელს ეს 80 ლარი ალბათ ორი დღეც არ ეყოფა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ

მშობლებთან მუდმივი კონტაქტი მათი პირდაპირი მოვალეობაა, მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის ასჭირდებათ მათ ამ თანხის უდიდესი ნაწილი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი დამრიგებელი საკმაოდ შორს ცხოვრობს სკოლიდან და თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მათთვის მგზავრობის ტარიფი არ არის საშეღავათო, ამიტომ მგზავრობაც საკმაოდ ძვირია მასწავლებლებისთვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია , რომ მოსწავლეთა უმეტესობა სკოლაში ხშირად მშიერია (სოციალური ფონიდან გამომდინარე) და დამრიგებლებს არაერთხელ უწევთ ბავშვებისთვის ელემენტარული ტკბილეულის ყიდვა და სკოლაში წაღება, რომ შიმშილისგან გულწასულ მოსწავლეს ე.წ. "კამფეტი" მაინც მიაწოდოს. არაფერს ვამბობთ იმ პასუხისმგებლობაზე რა ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშაა დამრიგებელი, როდესაც კლასში 30-35 მოსწავლე ყავს და თითოეულ მათგანზე მუდმივი ზრუნვის და ყურადღების რეჟიმი აქვს, რადგან რომელიმე ბავშვს თუნდაც ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ესეც დამრიგებლის პასუხისმგებლობას აყენებს ეჭვქვეშ. 

2022 წლის სექტემბერში მასწავლებლების მოთხოვნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ეს პრობლემა (სხვა მრავალთაგან) გააცნო განათლების და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ. ახლა კი ჩვენც , ჩვენი ერთობით მოვუწოდებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია და მისი წლობით გადადება არ შეიძლება. სადამრიგებლო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამრიგებელს აკისრია დღესდღეობით ნამდვილად დაუფასებელია და მას მეტი დაფასება და წახალისება სჭირდება!