დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არასამართლიანი შეფასების სისტემა (მათემატიკა 2020)
მოგეხსენებათ, 2020 წლის მათემატიკის გამოცდა სხვა წლებთან შედარებით რთული იყო და განვითარებული მოვლენების ფონზე( პანდემია, ონლაინ სწავლება, შეზღუდვა დამატებითი საგნის არჩევაში) გამოცდების ეროვნული ცენტრის თანადგომა სამწუხაროდ არ იგრძნობდა. მოვითხოვთ, დაიწიოს მათემატიკის ზღვარი ან ორივე ვარიანტს მოემატოს ქულები, ვინაიდან ტესტი აბიტურიენტთა უმრავლესობამ კარგად ვერ დაწერა, დადებული ნიმუშები კი არ შეესაბამებოდა გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, ვფიქრობ ამ პანდემიის და სტრესული სიტუაციის პირობებში ამან კიდევ უფრო იმოქმედა ჩვენზე, გამოცდები ჩატარდა არასტანდარტულ პირობებში, რამაც მოგვაყენა ფსიქოლოგიური ზიანი. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანისა და აფხაზეთის ბავშვებზე მოხდა უგამოცდო ჩარიცხვა ვფიქრობ, მათემატიკის ბავშვებსაც უნდა შეეხოს ეროვნული ცენტრის თანადგომა. გარდა ამისა, გამოცდაზე გამოყენებული ნაშრომები საშუალებას არ გვაძლევდა გვეჩვენებინა ის შედეგი რასაც მოველოდით, რადგან ტესტი შეიცავდა იდენტურ სავარჯიშოებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორი გახლავთ.