საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის ძველი იპოდრომის კორტები იქცეს სპორტულ ცენტრად

საჭიროა 2036 ხელმოწერა

464
2500
ადრესატი:
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო

თბილისის ძველი იპოდრომის კორტები იქცეს სპორტულ ცენტრად

ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისში თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, რომლის მოვლა პატრონობა მრავალი წლის მანძილზე საბურთალოს გამგეობის და ადგილობრივი მოქალაქეთა უანგარო ძალისხმევით ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ, მიუხედავად განკერძოებისა, დღემდე არსებობს მოთხოვნა სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ფეხბურთის,  ჩოგბურთის ან ყინულის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობისა.
მაღალი საზოგადოებრივი და მაშასადამე სახელწიფოებრი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას მოთხოვნით:
ქალაქ თბილისის საკრებულომ და მერიამ დაიცვას ქალაქ თბილისის, საბურთალოს რაიონის მცხოვრებთა ინტერესები და მოახდინოს იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა, შემდგომში დიდი სპორტული მოედნის აშენებისათვის: ყინულის, ფეხბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის. ამ სპროტული კომპლექსის მოვლა-პატრონობას და სპორტული წრეების აქტიურ მენეჯმენტს განახორციელებს "ამხანაგობა ბახტრიონელი-30", რომელიც თავის მხრივ დიდი წვლილს შეიტანს საბურთალოს რაიონის და მთელი ქალაქის სპორტული აქტივობების განხორციელებისათვის.