დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით
ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით
მსოფლიოში კორონავირუსის მოსალოდნელი პანდემიისა და საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ტელეარხების საშუალებით ავრცელებს ვიდეო რგოლს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის სახელით, რომელშიც აცნობს მოსახლეობას კორონავირუსის ზოგად თვისებებს და მისგან თავდაცვის წესებს. სამწუხაროდ, მოყვანილი ინფორმაცია ერთ პუნქტში არ შეესაბამება მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალას. კერძოდ, ვიდეო რგოლში ნათქვამია, რომ უნდა ვერიდოთ ქუჩის ცხოველებს და ფერმერებს. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ უსაფრხოების ზომებს შორის ნახსენები არაა ქუჩის ცხოველები. ცხოველებზე გამახვილებულია ყურადღება მხოლოდ ჩინეთში ზღვის პროდუქტების ბაზრობათა ტერიტორიაზე მოყვანილ ქცევის წესებში.
საინტერესოა ის, რომ 2020 წლის 25 თებერვალს ნეტგაზეთის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შესახებ სათაურით „როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან“. "ნეტგაზეთი ბათუმელების" მიერ გამოქვეყნებული წესები მთლიანად თანხვედრაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექსტთან და მოყვანილი ხუთი (5) უსაფრთხოების წესიდან არც ერთი არ ახება ქუჩის ცხოველებს. ბოლო მეხუთე სიფრთხილის ზომა ეხება ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების ბაზარში ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვას. "დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში"
batumelebi.netgazeti. ge /news/256088/…
მაშინ ისმის კითხვა საიდან მოვიდა ტელე არხებით გავრცელებულ ვიდეო რგოლში უსაფრთხოების წესი ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტისაგან თავის არიდების შესახებ?
https://www.youtube.com/watch?v=PEvmJwdvdzw
და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსგავსი დამაბნეველი განცხადების გაკეთების გამო ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო გაკრიტიკებული იქნა მსოფლიო საზოადოებრიობის მიერ და არაერთხელ და არაერთ სტატიაში გაესვა ხაზი, რომ ქუჩის ცხოველებთან, რომლებსაც უმეტეს ქვეყნებში წარმოადგენენ ძაღლები და კატები და ასევე ოჯახში მცხოვრებ კომპანიონ ცხოველებთან მოცემული ვირუსი კავშირში არაა.
ადამიანის კომპანიონი ცხოველების მოყვარული საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით ცხოველების და ზღვის პროდუქტების ბაზრებში ვიზიტის დროს ჰიგიენური წესების დაცვის რეკომენდაციით.