საჭიროა 358 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არასამართლიანი შეფასების სისტემა
მოგეხსენებათ, 2020 წლის მათემატიკის გამოცდა სხვა წლებთან შედარებით რთული იყო და განვითარებული მოვლენების ფონზე( პანდემია, ონლაინ სწავლება, შეზღუდვა დამატებითი საგნის არჩევაში) გამოცდების ეროვნული ცენტრის თანადგომა სამწუხაროდ არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს არ არის ძირითადი პრობლემა, ჩვენს პრობლემას ასეთი სახე აქვს: პირველი ვარიანტის (14,07,2020) ტესტებში გამოყენებული ამოცანები აბიტურიენტებმა "გამოიტანეს გამოცდიდან", 6000 აბიტურიენტის მახსოვრობის საშუალებით დაზუსტდა თითოეული საკითხი, შემდეგ, ეს საკითხები რამდენიმე მასწავლებელმა სრულად და დეტალურად ამოხსნა და გაავრცელა სოციალურ ქსელში(არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტოები). მეორე ვარიანტის ტესტი (15,07,2020), როგორც აღმოჩნდა პირველი ვარიანტის იდენტურ ამოცანებს შეიცავდა, განსხვავება იყო მხოლოდ რიცხვებში. ლოგიკურია, ამ პირობებში სამართლიანი შეფასება რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება.
ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ასეთია:
• 2020 წლის მათემატიკის I ვარიანტი, მიუხედავად აპლიკანტთა საშუალო ქულისა და გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობის, გამოცხადდეს რთულ ვარიანტად.
• სასწრაფოდ შემუშავდეს შეფასების სამართლიანი გეგმა.