საკონტაქტო ინფორმაცია
გადაამზადოს სახელმწიფომ საასწრაფოს პერსონალი რეანიმატოლოგებად

საჭიროა 997 ხელმოწერა

3
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გადაამზადოს სახელმწიფომ საასწრაფოს პერსონალი რეანიმატოლოგებად

ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 39-ს რეანიმობილი არ ჰყავს, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან, ერთი შეხედვით, მარტივ, თუმცა რეალურად რთულად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოუგვარებლობამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ 2019 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 3,978,400,000 ლარს, ხოლო 2020 წელს კი 4,363,000,000 ლარს. 2016 წლიდან დღემდე კი მხოლოდ 17 ერთეული რეანიმობილია შესყიდული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეანიმობილები არათანაბრადაა გადანაწილებული საქართველოს მუნიციპალიტეტებში. განსაკუთრებით რეანიმობილების ნაკლებობა შეინიშნება მაღალმთიან რეგიონებში. ამასთანავე რიგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებენ რეანიმობილები, თუმცა მათი უმრავლესობა გაუმართავია, ამიტომ მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს იმას, რომ რეანიმობილების გაუმართაობისა და ნაკლებობის გამო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება და ხშირად ფატალურადაც კი შეიძლება დასრულდეს. და სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ტრაგედიის უამრავი ფაქტია.პანდემიის გავრცელებამ როგორც სხვა დანარჩენზე, ისე რეანიმობილებზეც იმოქმედა და სიტუაცია პირვანდელზე მეტად გაუარესდა, რადგან რეანიმობილები მობილიზებულნი არიან გადაიყვანონ კოვიდინფიცირებულები შესაბამის დაწესებულებებში, ამიტომ ისინი აღარ იმყოფებიან დანიშნულების ადგილზე. ადგილზე. როგორც ვხედავთ ეს პრობლემა საკმაოდ ყურადსაღებია და ნებისმიერი ინდივიდის ჩართულობას მოითხოვს.ჩვენი პრობლემის გადაჭრის გზა მდგომარეობს შემდეგში: ამჟამად სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები არ არიან სათანადოდ კვალიფიცირებულნი, რომ რეანიმატოლოგების ფუნქცია შეითავსონ და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ პაციენტი. ამას ემატება ისიც, რომ სასწრაფო ბრიგადების მანქანები არ არიან აღჭურვილნი შესაბამისი აპარატურით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მათი გადამზადებ და მანქანების შესაბამისი ტექნიკით მომარაგება. აღნიშნული პროცესები აუცილებლად შეამცირებს ჩვენს მიერ ნახსენები ტრაგედიების რიცხვს. იმედიმაქვს რომ ყველა თქვენგან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელს მოაწერს მოცემულ პეტიციას რათა ერთიანი ძალებით მივაწვდინოთ ხმა მთავრობას და ერთად შევცვალოთ არსებული რეალობა.


კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და  საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი

ვრცლად