საკონტაქტო ინფორმაცია
ილიაუნის თვითმმართველობის განცხადება

დასრულებული

184
1
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ილიაუნის თვითმმართველობის განცხადება

,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე ლეგიტიმურად არჩეული სტუდენტური გაერთიანებაა, რომლის უმთავრესი ამოცანა სტუდენტების ინტერესებსა და საჭიროებებზე ზრუნვაა.

მოგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას არ აქვს მხარდაჭერა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც გამოიხატება შემდეგში:

1. სტუდენტური თვითმმართველობა არ არის უზრუნველყოფილი ტექნიკური ბაზით (საკანცელარიო ნივთები , კომპიუტერები , ინტერნეტი,პრინტერი ,ქსეროქსი და სხვა...).

2. სტუდენტურ თვითმმართველობას არ აქვს საკუთარი ოთახი, რომლით სარგებლობასაც ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგიწოდებთ, გაზაფხულის სემესტრიდან  სასწავლო პროცესისგან სრულად გაათავისუფლოთ A 410a და A410b  აუდიტორიები და ეს აუდიტორიები ოფიციალურად გადასცეთ სტუდენტურ თვითმმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ, კანონით განსაზღვრულ ყველა ფორმას საიმისოდ, რომ ჩვენი დარღვეული უფლებები და შელახული კანონიერი ინტერესი აღდგეს.

აქვე დავამატებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, უკვე წელიწად-ნახევარია შეზღუდული აქვს საკუთარი ოთახით სარგებლობა, რასაც გაგებით ვეკიდებოდით. ამასთანავე ჩვენი სივრცით უზრუნველყოფის მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ: უნივერსიტეტის რექტორს, პრორექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ყველა ფაკულტეტის დეკანს (საფაკულტეტო საბჭოების სხდომების ფორმატში), თუმცა შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ყველა ფორმატში, კერძოდ საფაკულტეტო საბჭოებზე მხარს ვუჭერთ ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, ასევე თანამდებობის პირების არჩევას. ჩვენმა გუნდმა უაღრესად პოზიტიური შეფასება მისცა უნივერსიტეტის საქმიანობას აკრედიტაციის პროცესში. ამდენად საფუძვლიანად მიგვაჩნია მოვითხოვოთ ჩვენი მუდმივი სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ჩვენს შორის მშვიდობიანი, აკადემიური და საქმიანი სამუშაო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი.

გვჯერა და გვინდა გვჯეროდეს, რომ ყურადღებით შეისწავლით საკითხს და ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებთ.

ველით თქვენგან უკუკავშირს.''

ვეთანხმები და ხელს ვაწერ წარმოდგენილ წერილს: