საჭიროა 3509 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რეანომობილი სვანეთს
მესტიის მუნიციპალიტეტი აერთიანებს ერთ დაბასა და 152 სოფელს, მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 9400 (2021წ), მუნიციპალიტეტი ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მოთხოვნადი ტურისტული ადგილია,პოპულარულია როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის ტურიზმი.
მესტიის მუნიციპალიტეტში დღემდე გამოწვევად რჩება მაღალი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა, როგორც სოფლების ამბულატორიებში ასევე მესტიის მთავარ ამბულატორიაში, ამას ბევრი მიზეზი აქვს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნიკისა და აპარატურის არარსებობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის არარსებობა და ა.შ სწორედ ამ მიზეზებით ძალიან ხშირად ხდება საჭირო, ავადმყოფისა და დაშავებული პირის სასწრაფოდ გადაყვანა შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში, უახლოესი სამედიცინო პუნქტები მესტიის მუნიციპალიტეტთან არის ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც ხშირ შემთხვევაში ხდება დაზარალებულის გადაყვანა, გარდა იმისა რომ ავადმყოფისთვის რთულია აღნიშნული მანძილის გავლა, საქმეს კიდევ უფრო ართულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დროის ფაქტორი, რომელიც გამოწვეულია რეანომობილის არარსებობით, სამეგრელოს რეგიონიდან გამოძახებული რეანომობილი მესტიის ამბულატორიაში კარგ შემთხვევაში იმყოფება 5-6 საათის შემდეგ გამოძახებიდან, ამას ემატება უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო, ფაქტობრივად სასწრაფო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანი დახმარებას იღებს 10-12 საათის დაგვიანებით, რაც არაერთხელ დასრულებულა ფატალურად.
გარდა იმისა რომ მოსახლეობა მუდმივად საჭიროებს რეანომობილის მომსახურებას, ასევე ხშირად საჭიროებენ დამსვენებლები, ზაფხულში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა მოლაშქრე ტურისტებისა და სხვადასხვა ექსტრემალური სპორტით დაინტერესებული დამსვენებლის მხრიდან. ზამთარში კი ზამთრის სპორტით დაინტერესებული ტურისტები, მოთხილამურეები, სკიტურის მიმდევრები.
ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების გარდა ეს პრობლემა საკმაოდ ცუდად აისახება მთლიანად მუნიციპალიტეტის იმიჯზე, აზიანებს ტურიზმს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ აიძულებს კვლავ დაიწყონ ფიქრი რეგიონიდან წასვლაზე.
ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას.