საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყალება 4 შვილის დედას, თეა სირაძეს!

საჭიროა 4823 ხელმოწერა

177
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

შეწყალება 4 შვილის დედას, თეა სირაძეს!

37 წლის თეა სირაძეს 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი.

თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".
თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის.

ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს თეა სირაძის შეწყალებას!!!