საჭიროა 8351 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თავშესაფარი Lucky-ის გადასარჩენად
თინა დიასამიძეს, რომელიც 150-მდე მიუსაფარ ცხოველზე ზრუნავს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპეციამ თავშესაფრის დემონტაჟი მოსთხოვა. შესაბამისი უწყება ცხოველთადამცველს უკვე მიუვიდა. ქალმა საკუთარი ძალებით ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ, თავისუფალ ტერიტორიაზე მიუსაფრებისთვის პატარა სახლების ჩადგმა ერთი წლის წინ დაიწყო.
თინა დიასამიძე ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს აპურებს, მათზე ზრუნავს და საჭიეროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებასაც უწევს.
ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს არ იცის. თავშესაფარი არის წითელ ზონასთან (აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან) შესაბამისად, საინვესტიციო ადგილი არაა და ვერც სამომავლოდ იქნება. სად უნდა წავიდეს ამდენ ცხოველთან ერთად არ იცის. თინამ ამ ყველაფრის აგებაში და შექმნაში ძალიან დიდი შრომა ჩადო. მერია კი, ვერ ხედავს ამ უდიდეს სიკეთეს. იმას, რომ ამდენ ცხოველს უვლის უსასყიდლოდ და სახელმწიფოს ტვირთად არ აწვება.
ასევე საფრთხე ემუქრება თავშესაფარი ლაქის გვერდით მყოფ, დასავლეთში უდიდეს თავშესაფარს, ბატონი მერაბის ძაღლების რაოდენობა 300-მდეა, ხოლო კატის 150-მდე.
აღსრულების პროცედურა დაწყებულია და თავშესაფრების დანგრევის შემთხვრვაში, ეს იქნება ძაღლებისა და კატების მიმართ მოწყობილი გენოციდი