საჭიროა 51 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად.
მოგმართავთ საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლები და მათი აღსაზრდელების მშობლები:
მოგეხსენებათ ბავშვის ცხოვრებაში ადრეული და სკოლამდელი განათლების როლის შესახებ, განსაკუთრებით კი ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისათვის.
ბაღები არის ადგილი სადაც საგანმანათლებლო პერსონალი ზრუნავს ბავშვების სოციალიზაციასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. სამწუხაროდ შექმნილი ვითარების გამო ბავშვები, მათ შორის ისინიც ვინც ამ გარემოს კრიტიკულად საჭიროებენ დარჩენილი არიან ბაღების გარეშე.
ბაღების ფუნქციონირება ხელს უწყობს იმასაც, რომ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულმა მშობლებმა შეძლონ ბავშვების დატოვება მათთვის სანდო გარემოში და შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა და მოვალეობების შესრულება.
კერძო ბაღებში დასაქმებულია, რამდენიმე ათასი ადამიანი, როგორც დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში, რომლებიც ამ დროისათვის სამსახურების გარეშე არიან დარჩენილები. ბაღები ვერ იხდიან შენობების იჯარის საფასურს და ვერ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს.
კერძო ბაღების ფუნქციონირება სახელწიფოს ეხმარება იმითაც, რომ ინაწილებს ადრეული ასაკის ბავშების კონტიგენტს და ეხიდება საჯარო ბაღების ისედაც გადატვირთულ ჯგუფებს.
ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალიდაწესებულებებიც აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.
მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად.