საჭიროა 43 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დაიწყოს საჯარო სკოლებში ახალი საგნის ,,ბიოცენტრიზმი“ -ს სწავლება.
ძმებო და დებო, თემა ჩვენ მომავალ თაობას ეხება. დღეს უკვე ფაქტია, რომ თეოლოგიის მოსაზრებას ღმერთის და სულის იმქვეყნიური არსებობის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერება, კვანტური ბიოლოგიაც შეუერთდა და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ სკოლებში არაფერს ასწავლიან ბავშვებს. არადა, ღმერთისა და იმ ქვეყნის მეცნიერულად დამტკიცებული მოსაზრება მთლიანად შეცვლიდა ახალგაზრდების დამოკიდებულებას სიცოცხლის არსის მიმართ, შეცვლიდა მათ ურთიერთობას, განამტკიცებდა ქრისტიანულ ღირებულებებს. დაბეჯითებით გთხოვთ სკოლებში შემოვიღოთ ახალი დისციპლინა ,,ბიოცენტრიზმი''.უკვე არსებობს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია https://www.litres.ru/bob-berman-2/biocentrizm-kak-zhizn-sozdaet-vselennuu/
ეს დისციპლინა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების თეოლოგიური აზროვნების, მსოფლმხედველობის უკეთ ჩამოყალიბებას და გააღრმავებდა მათ ცოდნას მარადიული ღვთაებრივი სიცოცხლის შესახებ, რის შედეგადაც, ვფიქრობთ, მათი საბუნებისმეტყველო მეცადინეობაც მეტ სიღრმეს შეიძენდა.
ამ თემაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოსაზრებები გაშუქებულია სამეცნიერო ლიტერატურასა და სოციალურ ქსელში. გაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ youtube.com - ზე:
1. გია დვალი - უშვებს მოსაზრებას, რომ ,,ზედამკვირვებელს’’ შეუძლია ახალი სამყაროს შექმნა და ამტკიცებს პარალელური სამყაროების, ბრანების არსებობას. იხილეთ - გია დვალი ,,ბავშვი სამყაროები’’
2. მიხეილ მენსკი - ამტკიცებს, რომ ყველა სამყაროს ჰყავს თავისი ,,დამკვირვებელი ‘’ და ასევე იმას, რომ ადამიანი თავისი რწმენით გადადის სხვა სამყაროში გარდაცვალების შემდეგ. იხილეთ ,,Квантовый Мир и сознание’’
3. რობერტ ლანცა,ბობ ბერმანი - ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე ქმნის მატერიალურ სამყაროს და არა პირიქით. იხილეთ ,, Robert Lanza:The Theory of Biocentricm ’’, ,,Биоцентризм''
გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე სინონიმებად გადაიქცნენ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,სამყაროს ზედამკვირვებელი’’კვანტურ ფიზიკაში და ,,ღმერთი’’ თეოლოგიაში. ,,მრავალგანზომილებიანი სამყარო’’, ,,პარალელური სამყარო’’, ,,ბრანები’’ კვანტურ ფიზიკაში და ,,სასუფეველი’’ თეოლოგიაში. ,,ტელეპორტაცია’’კვანტურ ფიზიკაში და ,,გარდაცვალება’’ თეოლოგიაში.
კვანტური მექანიკის ფუძემდებელი მაქს პლანკი წერდა: ,,რელიგია და მეცნიერება სრულიად არ გამორიცხავს ერთმანეთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს’’. ორივე - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის - (მეცნიერებისთვის) მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს’’.
დღეს სწორედ ეს დრო დადგა, როდესაც საჭიროა, ამ ორი დისციპლინის გაერთიანება. საჭიროა მათი ერთობლივი ფუნდამენტური მონაპოვრები დროულად და გონივრულად ჩავაყენოთ მომავალი თაობის სამსახურში.